სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო ბაღებში სამსახურის დაწყება კონკურსის გარეშეა შესაძლებელი - რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლამდელ დაწესებულებას
21-01-2025
-
+


როგორ ხდება კადრის შერჩევა საბავშვო ბაღებში - ამ სკითხს პერსონალის მართვის მარეგულირებელი მეთოდოლოგიის დოკუმენტი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, დაწესებულება პერსონალის შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შიდა რეგულაციებით. შესაბამისად, აუცილებელია დაწესებულებას შემუშავებული ჰქონდეს დოკუმენტი პერსონალის შერჩევის შესახებ, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი პერსონალის შერჩევის წესი - განისაზღვრება კადრების მოზიდვის და შერჩევის მეთოდები, შეფასების მეთოდები, პროცედურები და სხვა.

აქვე აღსანიშნავია, რომ დაწესებულებას შეუძლია გაიზიაროს და საკუთარ პრაქტიკაში დანერგოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესები.

პერსონალის დაკომპლექტება შესაძლებელია როგორც კონკურსის გზით, ასევე, პირდაპირი დანიშვნით. დაწესებულება თავისუფალია თავად განსაზღვროს თანამშრომლის მიღების ოპტიმალური გზა, მისი საჭიროებების და სიტუაციის ანალიზის საფუძველზე. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ:

დაწესებულებას პერსონალის შერჩევის შესახებ დოკუმენტში გაწერილი უნდა ჰქონდეს ზემოაღნიშნული გზების არსებობის და მათი გამოყენების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია;

ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპები მეტად დაცულია, როცა დაწესებულება პერსონალს არჩევს კონკურსის ჩატარების გზით. როგორც კონკურსის ჩატარებისას, ასევე, პირდაპირი დანიშვნის გზით პერსონალის შერჩევისას, დაწესებულება ეყრდნობა ამ კონკრეტული პოზიციისთვის შემუშავებულ სამუშაო აღწერილობას. ეს გულისხმობს, რომ პირი, რომელიც შეირჩევა კონკურსის გზით ან დაინიშნება პირდაპირი დანიშვნის გზით, აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

თანამშრომლის დანიშვნა დაწესებულებას შეუძლია კონკურსის გარეშე, პირდაპირი დანიშვნის გზით და პერსონალის შერჩევის დროს, დაწესებულება ეყრდნობა სამუშაო აღწერილობას.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „შერჩეული პირი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რაც დოკუმენტურად უნდა დასტურდებოდეს და ინახებოდეს პირად საქმეში. რეკომენდებულია, ამ შემთხვევაშიც დაწესებულებამ ჩაატაროს შეხვედრა/გასაუბრება შერჩეულ პირთან, რომლის ფარგლებშიც დეტალურად იქნება განხილული როგორც დაწესებულების, ასევე, დასანიშნი პირის მოლოდინები და შესაძლებლობები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ორივე მხარისთვის მეტად მარტივი გახდება. გარდა ამისა, დაწესებულებას შეუძლია მოითხოვოს სარეკომენდაციო წერილის წარდგენა წინა დამსაქმებლისგან/საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან/და განსაზღვროს დამატებითი პროცედურები პირდაპირი დანიშვნის გზით თანამშრომლის მიღებისთვის“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება