სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საგანმანათლებლო-კულტურულ დღესასწაულად ქცეული საახალწლო ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში
30-12-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში წინასაახალწლო შემოქმედებითი ზეიმი გაიმართა.

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

წინასაახალწლო ზეიმი კლასის დამრიგებლის, ლია ინჯიას ხელმძღვანელობით, ნამდვილ საგანმანათლებლო და კულტურულ დღესასწაულად იქცა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს უნიკალური პროექტი, რომელიც ფოკუსირებული იყო: მსოფლიო ტრადიციებსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ახალი წლის აღნიშვნის თავისებურებებზე.

ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვნებითა და თემატურობით. ბავშვებმა საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები, რაც მათ გააზრებულ და ღრმა ინფორმაციის ფლობას მოწმობდა.

„დეკლამატორული ოსტატობა იწვევდა აღფრთოვანებას.

ღონისძიებას კიდევ უფრო დიდი შარმი შესძინა სკოლის მუსიკალური ხელმძღვანელის, ნინო ბიბილურის, დახმარებით შესრულებულმა სიმღერებმა ქართულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა გამოავლინეს არა მხოლოდ მუსიკალური სმენა და ნიჭი, არამედ გუნდური მუშაობის უნარიც, რაც ცხადჰყოფს მათი განვითარების მაღალ დონეს.

როგორც სკოლის დირექტორმა, ლალი მელივამ აღნიშნა, ამ დღესასწაულმა აჩვენა მოსწავლეების არამხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ კულტურული შეგნება და შემოქმედებითი პოტენციალი. ზეიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დამრიგებელმა, ლია ინჯიამ, მოსწავლეთა ნიჭის სწორი წარმართვით შესაძლებელი გახადა ისეთი უნარების განვითარება, რომლებიც მომავალში მათთვის შეუცვლელი გახდება.

„ღონისძიება იმსახურებს საუკეთესო შეფასებას, როგორც მისი საგანმანათლებლო, ასევე კულტურული და შემოქმედებითი მნიშვნელობისთვის“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება