სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„ჭკვიანი სათვალეები მინდა, დავალებები მარტივად რომ მოვამზადო“ - ყველაზე უცნაური სურვილები თოვლის ბაბუას
02-01-2025
-
+


ახალი წელი ყველა ბავშვს განსაკუთრებულად უყვარს. ეს ჯადოსნური დღესასწაული საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია. ბავშვები ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისშივე ადგენენ სანუკვარი საჩუქრების სიას.  წერილს წერენ თოვლის ბაბუას, სადაც აღნიშნავენ, თუ რამდენად კარგად იქცეოდნენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ის ამას დააფასებს და სასურველი საჩუქრებით გაახარებთ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, განსხვავდება მათი საახალწლო სურვილებიც. ერთს შესაძლოა ბარბის სახლი უნდოდეს, მეორეს კი მფრინავი თეფში.

საინტერესოა, წელს რას აბარებენ თოვლის ბაბუას პატარები? etaloni.ge-ის ბავშვებმა მათი „უცნაური“ საახალწლო სურვილები გაუმხილეს.

„თოვლის ბაბუას ჯადოსნურ ჯოხს ვაბარებ. ჩემს წარმოსახვაში ეს ჯოხი ვარდისფერი, ბრჭყვიალა და ყოვლისშემძლეა. როგორც მულტფილმებში ხდება, მას ჩემი სურვილების ახდენა უნდა შეეძლოს. პირველ რიგში, მინდა, თვალები დავხუჭო და სადაც მოვისურვებ ყოფნას, ჯადოსნურმა ჯოხმა იქ წამიყვანოს. მაგალითად, სკოლაში, როცა ვარ ჩემი ძაღლი ძალიან მენატრება და სახლში მასთან ერთად მინდება ყოფნა, ამიტომ, ამ სურვილს ხშირად ავიხდენდი. დედა მეუბნება, რომ კარგი იქნება თუ თოვლის ბაბუას კონკრეტულ საჩუქარს დავაბარებ, მაგრამ მე ჯადოსნური ჯოხი მირჩევნია“, - ამბობს პირველკლასელი ნუცა. 

„ძალიან მიყვარს ხატვა, ამიტომ, თოვლის ბაბუას ფერად ფანქრებს ვაბარებ, მაგრამ არა უბრალოს, არამედ ჯადოსნურს, რომელსაც ნახატების „გაცოცხლება“ შეეძლება. ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რომ შეუძლებელია თოვლის ბაბუამ ასეთი საჩუქარი მომიტანოს, რადგან არ ჯადოსნური ფანქრები არ არსებობს, მაგრამ მაინც მჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია. თუმცა, მეორე საჩუქარიც მაქვს არჩეული, რომელსაც წერილში ჩავამატებ - დიდი სახატავი დაფა, სახატავი გუაშები და ფუნჯები“, - აღნიშნავს პირველკლასელი ანა.

„ახალი წელი განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან ვგიჟდები საჩუქრებზე. პირველი იანვრის დილა ჩემთვის ჯადოსნურია, როცა ვიღვიძებ მაშინვე ნაძვის ხისკენ გავრბივარ, რომ ვნახო რა მომიტანა თოვლის ბაბუამ. როგორც წესი მას ყოველთვის ის მოაქვს, რასაც წერილში ვუწერ. შარშან ბოქსის ხელთათმანები მომიტანა, ის რაც მინდოდა. წელს მფრინავი სკეიტბორდი მინდა. ძალიან მიყვარს ეზოში თამაში, ველოსიპედის მართვა. სკეიტბორდიც მაქვს, მაგრამ ჩემი ოცნებაა მფრინავი სკეიდბორდი“, - გვეუბნება მეორეკლასელი სანდრო.

„თოვლის ბაბუას წელს ვაბარებ ე.წ. „ჭკვიან სათვალეებს“ სკოლაში საკონტროლოები, რომ დავწერო და დავალებები მარტივად მოვამზადო. ადრეც დამიბარებია, მაგრამ არასდროს მოჰქონდა და წერილს მიტოვებდა, კარგად უნდა მესწავლა, მეცნიერი გავმხდარიყავი და ასეთი სათვალეები მე გამომეგონებინა. თუმცა, წელსაც იგივე მინდა, იმედი მაქვს ახლა მაინც მომიტანს“, - ამბობს პირველკლასელი თაია.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება