სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

წყალტუბოში ''ეტალონის'' მონაწილეები 2 საათით ადრე გამოცხადნენ
02-12-2016
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. 

ამჯერად, ‘’წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.    
 
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი წყალტუბოში, საკონცერტო დარბაზ ’’ივერიაში’’  ჩატარდა.
 
მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2სთ-ით ადრე გამოცხადნენ. 

წყალტუბოს გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.
    
ღონისძიებას წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა ''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი.

გამარჯვებული გახდა გეგუთის ვარციხჰესელის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნათია ხვისტანი (84 ქულა). 

“Etaloni.ge” გამარჯვებულ ნათიას გაესაუბრა. როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის ‘’ეტალონში’’ გამარჯვება ძალიან დიდი წარმატებაა:

“ეს ჩემთვის ძალიან დიდი წარმატებაა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისეთი ბედნიერი ვარ. საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო და ძალიან გამიხარდა, რომ გავიმარჯვე. ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. მიხარია, რომ არსებობს ეს პროექტი. ‘’ეტალონი’’ არის ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსი.“ 

რესურსცენტრის საქმის მწარმოებელის ნინო კარანაძის თქმით, წყალტუბოში ჩატარებულ შეჯიბრში სკოლების უმრავლესობა ჩაერთო:

„ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ სკოლების უმრავლესობა ჩაერთო პროექტი. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა. მოსწავლეები 2სთ-ით ადრე შეიკრიბნენ, ესეც ხაზს უსვმას, რომ პროექტს ძალიან კარგი ავტორიტეტი აქვს წყალტუბოში. შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ ყველა. ყველაფერი იყო იდეალური. მოსწავლეებს მეტი მოტივაცია ექნებათ მომავალშიც, რომ უკეთ ისწავლონ.“ 

გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლი ლიკა გუგესიანი აღნიშნავს, რომ ‘’ეტალონი’’ არის საყოველთაო პროექტი: 

„ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ ''ეტალონთან'', მაგრამ წლევანდელი წელი გამორჩეული იყო. ეს არის საყოველთაო პროექტი. მიხარია, რომ ჩვენც ვიღებთ მასში მონაწილეობას. მიხარია, რომ არსებობს ეს პროექტი. იგი ბავშვებს წიგნებისკენ უბიძგებს და მოსწავლეებს აძლევს თავინათი ცოდნის რეალიზაციის საშუალებას.“ 

გეგუთის ვარციხჰესელის  სკოლის დირექტორის ამირან გაბუნიას თქმით, მოსწავლეები მოხარულები არიან ამ პროექტით:  

‘’ეტალონი’’ კარგი პროექტია. ბავშვებიც ძალიან მოხარულები არიან ამ პროექტით. ჩვენი სკოლიდან სულ ორი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებული ნათია ძალიან კარგი გოგოა, ძალიან კარგად სწავლობს.“ 

წყალტუბოს გამგებლის მოადგილე რევაზ მესხი აღნიშნავს, რომ კარგი შედეგები არა ქალაქის, არამედ სოფლის სკოლის მოსწავლეებმა აჩვენეს:  

„მოსწავლეების დონით ძალიან კმაყოფილები ვართ. მათ მაქსიმალური ქულები მიიღეს. ეს შედეგები გამოავლიანეს არა ქალაქის, არამედ სოფლის სკოლის მოსწავლეებმა. ძალიან მადლობელი ვართ ამ პროექტის. ‘’ეტალონს’’ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ბავშვებისთვის, ცოდნისა და განათლების მიღებისთვის. ეს არის კეთილშობილური საქმიანობა. იმედი მაქვს, ‘’ეტალონი’’ კვლავაც გაგრძელდება.“ 

წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის სერგო კირკიტაძის თქმით, ყველა დადებითად აფასებს ‘’ეტალონს’’:  

“ყველამ დადებითი შეფასება მისცა ამ პროექტს. ყველაფერი მოწესრიგებული იყო და ძალიან ვისიამოვნეთ. ‘’ეტალონი’’ უმნიშვნელოვანესია, რადგან განათლება და ცოდნა ოდითგანვე მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი ქვეყნა გადაარჩინა სწორედ ცოდნამ და განათლებამ. ჩვენმა მოსწავლეებმა ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს და ეს აღსანიშნავი ფაქტია.“

''წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი ნათია ხვისტანი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.   

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".    
      
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება