სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

შობა-ახალ წელთან დაკავშირებული ყველაზე უცნაური ცრურწმენები
28-12-2024
-
+


ყველაზე ჯადოსნური პერიოდი - შობა-ახალი წელი ახლოვდება. დღესასწაული, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ, განსხვავებული ტრადიციებითა და ცრურწმენებით. გთავაზობთ, საინტერესო ჩვეულებებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა და გარკვეული სახით, დღემდე ნარჩუნდება. პოლონეთი პოლონური ცრურწმენის მიხედვით, შობის დღესასწაულის შემდგომი 12 დღის განმავლობაში დაბადებული ნებისმიერი ბავშვი შეიძლება მგელი ან სხვა ნახევრად დემონი არსება იყოს. მათ სჯეროდათ, რომ ამისგან პრევენციის ერთადერთი გზა ჩვილის შუბლიდან სისხლის აღება გახლდათ. ეს ცრურწმენა მხოლოდ პოლონეთში არ იყო გავრცელებული. ევროპის სხვა ქვეყნებშიც სჯეროდათ, რომ შობის დღესასწაულზე დაბადებული ბავშვები მაქციებად გადაიქცნენ. ამერიკა არსებობს რამდენიმე საშობაო ცრურწმენა, რომლებიც ქორწინებასთან და თქვენი ცხოვრების სიყვარულის პოვნასთანაა დაკავშირებული. ძველი აპალაჩური მითი გვეუბნება, რომ თუ გაუთხოვარი ქალი შობის ღამეს, შუაღამისას, ღორის კოლტს ნახავს და მოხუცი ღორის ხმას გაიგონებს, ის მოხუც კაცზე დაქორწინდება. თუმცა, თუ ახალგაზრდა ღორის ღრიალს გაიგებს, მისი ქმარი ახალგაზრდა და სიმპათიური იქნება. საბერძნეთი როდესაც საშობაო სურნელზე ფიქრობთ, ალბათ უკანასკნელი რაც წარმოგიდგენიათ დამწვარი ფეხსაცმლის სუნია. თუმცა, საბერძნეთში ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან შობის დროს ძველ ფეხსაცმელს რიტუალურად წვავენ. ითვლება, რომ უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს, რომლებიც ადგილობრივად „კალლიკანცარიოს“ სახელით არიან ცნობილნი, სახლიდან გააძევებს.

მათ ასევე მიაჩნიათ, რომ სადღესასწაულო პერიოდში ფეხსაცმლის ჩუქება ცუდი ტონია. ბერძნების აზრით, ფეხსაცმლის ჩუქებით რისკავთ, რადგან შესაძლოა, რომ ადრესატი მომავალში თქვენი ცხოვრებიდან წავიდეს. იტალია სანამ საათი 12-ჯერ ჩამოკრავს და ახალი წელი შემობრძანდება, იტალიელები ყურძნის 12 მარცვალს მიირთმევენ და თან სურვილს იფიქრებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ყურძნის 12 მარცვალი ჯანმრთელობისა და კეთილგანწყობის სიმბოლოა. აუცილებელი პირობაა, რომ ყურძნის კურკები არ უნდა გადაყლაპოთ. იტალიაში ეს ტრადიცია ერთგვარ საახალწლო მაგიად ითვლება. ჩეხეთი დასავლეთ ევროპაში, საშობაო თუ საახალწლო სადილად, უფრო მეტი ადამიანი უპირატესობას ხორცს ანიჭებს, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში თევზს - კობრს უფრო ხშირად მიირთმევენ. ჩეხეთის რესპუბლიკაში ცრუმორწმუნე მასპინძელმა შეიძლება სტუმრის თეფშს ქვეშ თევზის ფარფლი მოათავსოს. მათი აზრით, ეს კეთილდღეობის მომტანი იქნება. დანია დანიაში გამოუყენებელ ჭურჭელს მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ და 31 დეკემბერს მეგობრებისა და ახლობლების კარს ესვრიან. არსებობს მეორე ტრადიციაც, ადამიანები სკამებზე ადიან და ზუსტად 12 საათზე ხტებიან. ამით ისინი ახალ და წარმატებულ წელში ჩახტომას გამოხატავენ. ფილიპინები ფილიპინებში შობს დღესასწაულის აღნიშვნა, შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე თვით ადრე იწყება. არის რამდენიმე ტრადიცია, რომელიც თაობებს გადაეცა და დღესაც აქტუალურია. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ფილიპინელი საშობაო ცრურწმენა შობის დღეს ბანაობას კრძალავს. მოსახლეობას მიაჩნია, რომ ბანაობის შემდეგ, შესაძლოა შობის მადლი ჩამოიბანოთ და ხანგრძლივად დაავადდეთ. ბულგარეთი შეიძლება ითქვას, ამ ქვეყანაში ყველაზე რომანტიკული საახალწლო ტრადიცია არსებობს. ახალი წლის დადგომისას, ყველა ბულგარელის ოჯახში, ერთი წუთით შუქს აქრობენ. სიბნელეში კი, შეყვარებულმა წყვილებმა ერთმანეთის პოვნა და კოცნა უნდა მოასწრონ. ცრურწმენის თანახმად, ვინც ამას მოახერხებს, ყველა სურვილი აუსრულდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება