სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართველი ქალი-მასწავლებლები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადაასახლეს და დახვრიტეს
29-11-2024
-
+


საქართველოს ისტორიაში მასწავლებლები ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ და ამის დასტურია 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც 3 ქართველი ქალი-პედაგოგი აწერს ხელს. ისინი საბჭოთა რეჟიმს შეეწირნენ - სამშობლოს სიყვარულისა და საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაასამართლეს.

ქრისტინე შარაშიძე - 1919 წლის დამფუძნებელი საბჭოსა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. მუშაობდა ჟურნალისტად და მასწავლებლად. ჩაბმული იყო ანტისაბჭოთა მოძრაობაში. 1905-1906 წლებში მონაწილეობდა თბილისის რევოლუციურ გამოსვლებში. ამზადებდა საგაზეთო ინფორმაციებს და პარალელურად სამედიცინო დახმარებას უწევდა დაშავებულებს.

1907 წელს მუშაობა დაიწყო მარიამ ყაუხჩიშვილის კერძო გიმნაზიაში. კითხულობდა საჯარო ლექციებს. ქრისტინე პირველ ქართველ ლექტორ ქალად ითვლება. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი.

1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური წევრი გახდა. საქართველოს ოკუპაციის წლისთავის აღნიშვნისას დაგეგმილი ანტისაბჭოთა დემონსტრაციების ლიდერობის გამო, ქრისტინე შარაშიძე 1922 წლის 17 თებერვალს დააპატიმრეს  და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მისი ოჯახის წევრები კი დახვრიტეს.

გარდაიცვალა 1973 წლის 10 ნოემბერს, თბილისში.

„…საქართველოში საბჭოთა ხელის უფლების განმტკიცებაზე შემიძლია ვსთქვა, რომ აქ არის ხსენებული ძალა უფლება შემოსული რუსეთის წითელი ჯარის საშუალებით, რომელიც წარმოადგენს რეალურ ძალას და მთავრობა შემდგარი ქართველებისაგან წარმოადგენს მხოლოდ ფიქციას და ბატონობა საქართველოში არის უცხო ხალხისა…”, – ასე აფასებდა ქრისტინე შარაშიძე ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

ანა სოლოღაშვილი – მასწავლებელი, რომელიც პირველად 1912 წლის 16 აგვისტოს დააპატიმრეს „არსებული წეს-წყობილების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით“.

1917 წელს იგი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. იგი  გორის ქალთა ინტერნაციონალური კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1919 წლიდან კი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი გახლდათ.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ანა სოლოღაშვილი წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაება. იგი მუშაობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქალთა კომიტეტში, რომელიც ჩუმად ეხმარებოდა პოლიტიკურ პატიმრებსა და მათ ოჯახებს. 1922 წლიდან კომიტეტი ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ერთიან ორგანიზაციად – „საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვრად“ გარდაიქმნა.

1925 წლიდან ანა სოლოღაშვილი ცხოვრობდა და მუშაობდა მასწავლებლად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში.

1937 წელს იგი დააპატიმრეს „ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდისა და შოვინისტური განწყობების გამო“, დახვრეტა მიუსაჯეს და 28 ნოემბრის ღამეს განაჩენი აღასრულეს.

„…ის კრებდა საქალაქო და რეალური სკოლის მოსწავლეებს და ასწავლიდა მათ „მარსელიეზას“, - მასწავლებელი ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე პირველი პარლამენტის წევრი გახლდათ.

ქალთა გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1905 წელს მეუღლესთან ერთად სოხუმში გადავიდა, სადაც კერძო სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. იყო მენშევიკური მთავრობის წევრი. 1917 წლამდე სამჯერ დააპატიმრეს, მისი ბინა კი თბილისში უდელის (ამჟამინდელი პეტრიაშვილის) ქუჩაზე, N14-ში მუდმივი თვალთვალის ქვეშ იყო.

1922 წლის 10 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციის წლისთავის აღნიშვნისას დაგეგმილი ანტისაბჭოთა დემონსტრაციების აღსაკვეთად, საქართველოს საგანგებო კომისიამ იზოლაციის მიზნით, დაიწყო ანტისაბჭოთა პარტიების ლიდერებისა და აქტიური წევრების დაპატიმრება. ელეონორა მახვილაძე საქართველოს ჩეკას ორდერით დააპატიმრეს საკუთარ სახლში, 13 თებერვლის ღამეს, ივლისში კი გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

თუმცა, 1926 წლის 22 თებერვალს კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს, საიდანაც 1930-იან წლებში დაბრუნდა და კვლავ მასწავლებლობა განაგრძო. გარდაიცვალა საკუთარ სახლში, თბილისში, 1930-იანი წლების პირველ ნახევარში, ზუსტი თარიღი უცნობია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

საზეიმო დღე ტრადიციულად სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები
 
 
 

ღონისძიება მე-12 კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს და გამართეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება