| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, იქ, პედაგოგ ნანა თეგაძის ხელმძღვანელობით, ვიქტორინა - „კაცი თუ გონიერია, სოფელი ღონიერია!“ გაიმართა. მასში მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მონაწილეები ორ ჯგუფად დაიყვნენ. პირველი გუნდის სახელი იყო „კერკეტი კაკალი“, ხოლო მეორესი - „ოქროს არწივები“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და თითოეული მოსწავლე აქტიურად ჩაერთო. კონკურსის დასასრულს, მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.
„მასწავლებლის მიზანი მოსწავლეებში ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება გახლდათ, ვინაიდან ამ ფორმით ისინი სწავლობენ ერთად მსჯელობას და ერთმანეთის აზრის პატივისცემას. საბოლოო ჯამში, მასწავლებლის მიზანი წარმატებით განხორციელდა, მოსწავლეების მოტივაციამ მოიმატა და მათ მსგავს აქტივობებში ხშირად ჩართვის სურვილი გამოთქვეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად