| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა, რომ მოსწავლეებმა გამოჩენილი ქართველების ღვაწლისა და ბიოგრაფიის შესახებ ცოდნა გაიღრმაონ.
ამ მიმართულებით, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ეწყობა. ამჯერად კი, იქ დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნა.
გაიმართა თემატური ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები უდიდესი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, ილიას ღირებულებებზე ისაუბრეს და მის ღვაწლსა და შრომას პატივი მიაგეს.
„რასაკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემსას უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე. გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო. გრძნობა თავისიანის სიყვარულისა ისეთივე ძლიერია, ისეთივე მკვიდრია, ისეთივე ბუნებრივია, მაშასადამე, ისეთივე სამართლიანი და პატივსაცემი, როგორც სიყვარული მამა-შვილური, დედა-შვილური. ვერა ძალი მაგ სიყვარულს ვერ ამოჰკვეთს ადამიანის გულიდამ! ყოველივე იარაღი მის წინაშე უქმია!“,- სწორედ ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები ისმოდა ღონისძიებაზე.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ