სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„XIX საუკუნის მუსიკალურ-ლიტერატურული სალონები საქართველოში“ - ითხვისის N1 საჯარო სკოლაში პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია მოეწყო
19-11-2024
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და გამორჩეული აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, პროექტის - „XIX საუკუნის მუსიკალურ-ლიტერატურული სალონები საქართველოში“ შემაჯამებელი პრეზენტაცია მოეწყო. აღნიშნულ პროექტს მუსიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ.

პროექტში ჩართულნი იყვნენ მე-9კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული სალონების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, სხვადასხვა ინსტრუმენტზე შესრულებული ძველი ქალაქური სიმღერები მოისმინეს და ქართველი გამოჩენილი მწერლების ლექსები წაიკითხეს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, თბილისის ლიტერატურულ-მუსიკალური სალონები მონახულეს.

პროექტის დასასრულს, შემაჯამებელი პრეზენტაცია მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს. ისინი აუდიტორიის წინაშე საინტერესოდ წარსდგნენ და თავიანთი შთაბეჭდილებები სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს.

„რეალურ გარემოში ნანახმა და მოსმენილმა მოსწავლეებზე უფრო ღრმა შთაბეჭდილება დატოვა, მათ უკეთესად გაიაზრეს პროექტის არსი, საინტერესო აღმოჩნდა არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნა.

დაგეგმილი აქტივობები საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის და კვლავ გამოთქვეს მსგავს პროექტებში ჩართვის სურვილი“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება