სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვინ უფრო სწრაფად, ვინ უკეთ“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება ჩატარდა 
19-11-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში ფიზიკური აქტივობებისთვის ყოველგვარი პირობაა შექმნილი - იქნება ეს სპორტული დარბაზი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი თუ სპორტული ინვენტარი და აღჭურვილობა, რომელიც მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები აქტიურად იმართება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, შიდასასკოლო ღონისძიებების ფარგლებში, სკოლაში, ჩატარდა სპორტული ღონისძიება დევიზით: „ვინ უფრო სწრაფად, ვინ უკეთ“. მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აღნიშნული აქტივობის ორგანიზატორები: ნ.ჯანჯღავა და ლ.ერქვანია არიან.

როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება გახლდათ.

„ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობა. სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის გააქტიურება ძალიან კარგია, თუმცა დიდი ხელშეწყობაცაა საჭირო. ამ თვალსაზრისით კი ჩვენ სკოლაში ნამდვილად განებივრებულები ვართ“, - სიამაყით აღნიშნავენ მოსწავლე-მასწავლებლები.

ამავე ღონისძიებების ფარგლებში უახლოეს მომავალში იგეგმება ასევე შეჯიბრის ჩატარება სპორტის ისეთ სახეობებში, როგორიცაა გეზრბენი, მინი-ფეხბურთი და 3x3 კალათბურთი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება