| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა.
სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა. „თბილია ეს ნოემბერი თბილ შემოდგომას გვიქსოვს“- ამ სიტყვებითა და შემართებით მოსწავლე-მასწავლებლებმა შემოდგომის ერთი დღე კიდევ უფრო გაალამაზეს და გააფერადეს.
მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად შექმნეს და წარმოადგინეს შემოდგომის კუთხე, სადაც საშემოდგომო ნობათი გამოფინეს.
ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
„შემოდგომის ზეიმი“ თათარას მოდუღებით, ჩურჩხელების ამოვლებითა და შემოდგომის ნობათის დაგემოვნებით დასრულდა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლის დირექტორი ნათელა ნერსესიანი, რომელიც ახალგაზრდების დიდი მხარდამჭრი და გულშემატკივარია