სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საკოორდინაციო საბჭოს 13 კაციანი სია ცნობილია - იხილეთ წევრთა ვინაობა
10-11-2024
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე საკოორდინაციო საბჭოს წევღა ვინაობაა გამოქვეყნებული, რომლებსაც უფლებამოსილება 2025 წლის ჩათვლით აქვთ მინიჭებული. 

აღსანიშნავია, რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრებს 2 წლის ვადით ნიშნავს განათლების მინისტრი, ცენტრის დირექტორის წარდგინებით;  ამასთან, საკოორდინაციო საბჭო შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 13 წევრისაგან. საკოორდინაციო საბჭოს წევრად პირიშეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

გთავაზობთ საკოორდინაციო საბჭოს წევრების სიას:

1. ჰელი მატისენი - ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (HAKA) დირექტორი;

2. კაი ეტზოლდი - უმაღლესი განათლების სფეროს საერთაშორისო ექსპერტი;

3. თეა გულუა - გაეროს განვითარების პროგრამის შვეიცარული აგრარული კოლეჯი კავკასია, პროექტის ექსპერტი;

4. თამარ თოლორაია - სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსი;

5. შალვა მეკრავიშვილი - სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

6. რუსუდან რუხაძე - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

7. თამარ სამხარაძე - ააიპ - პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე;

8. რუსუდან სანაძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

9. თათია უბერი - საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგენელი, შპს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი;

10. ზაზა ფურცელაძე - ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის მისიის ხელმძღვანელი;

11. ირმა ქურდაძე - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

12. მაია შუხოშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი;

13. ნათია ჯოჯუა - შპს ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება