სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ - ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მოსწავლეები სიკეთისა და ჰუმანურობის სადარაჯოზე 
01-11-2024
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - თამარ მჭედლიძემ მე-6 კლასის მოსწავლეები სოფელ ზემო ნიქოზში, თავისი მშობლების ოჯახში წაიყვანა. აღსანიშნავია, რომ ისინი 2008 წლის ომის შედეგად დაზარალდნენ. 

მოსწავლეებმა ადგილზე ტკბილეული მიიტანეს და შემოდგომა ყველას მიულოცეს. როგორც თავად მასწავლებელი აღნიშნავს, ამ საშემოდგომო აქტივობის მიზანი მოსწავლეთა მეტად დაახლოება და კონფლიქტის ნაკვალევზე, მშვიდობის მნიშვნელობის გააზრება გახლდათ. 

„ომის შედეგად, ორსართულიანი სახლი დაგვეწვა და მას შემდეგ, წლების განმავლობაში, დიდ ოჯახს პატარა კოტეჯში უწევდა ცხოვრება. წელს შეძლეს და ააშენეს სახლი, სულ ახლახანს გადახურეს სახურავი. დედაჩემი დიდი სიხარულით დაგვხვდა და გაგვიმასპინძლდა. ბავშვებმა მიიტანეს ტკბილეული და მივულოცეთ შემოდგომა.  დავავლეთ ჩურჩხელები და ვუსურვეთ ბედნიერი ცხოვრება ახალ კერაზე. ბავშვებმა დიდი ბედნიერება და ჟრიამული შეიტანეს სახლში. შემოდგომის დღევანდელი დღე დაუვიწყარი იყო ჩვენთვის. გაიზრდებიან და არასოდეს დაავიწყდებათ ეს დღე. „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“,- აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება