სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
01-11-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო.

გასვლითი გაკვეთილისა და მიღებული ცოდნის განმტკიცება-შემეცნების მიზნით, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თემატიკის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტეტატურის პედაგოგების - ციცინო (ნანა) ანთაძის და თეონა მოდებაძის დაგეგმარებით, XI კლასელები იმყოფებოდნენ ქართველი რომანტიკოსის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა განიმტკიცეს თეორიულად მიღებული ცოდნა პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ასევე, საშუალება ჰქონდათ  სლაიდების საშუალებით გაცნობოდნენ ძველი თბილისის უბნებსა და XIX საუკუნის არქიტექტურას, დაათვალიერეს პოეტის კუთვნილი ნივთები, მოისმინეს ვიდეოჩანაწერი და ნახეს 3D ფორმატით აღდგენილი პოეტის „ალტერეგო“.

მოსწავლეები დაესწრნენ საინტერესო ლექციას, პედაგოგებთან ერთად ჩართნენ სალონურ თამაშში, ბარათებით.

მოსწავლეებსთან ერთად მუზეუმში იმყოფებოდა გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება