| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში ქეთევან დედოფლის ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი.
ხსოვნის საღამო სახელწოდებით - „შენ უკვდავება დაიმსახურე“ ე. სამჭკუაშვილის სიმღერის ფონზე, თამარ ფარჩუკიძის ლექსის წაკითხვით დაიწყო.
Xა კლასის მოსწავლემ ლ. გურგენიშვილმა ისაუბრა საუკუნის მოწამეზე - შუშანიკ დედოფალზე, რომლის გზაც გააგრძელა ქეთევან დედოფალმა - „ეწამა, ცხონდა, ამაღლდა ...!“.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ეს იყო დღე ქეთევან წამებულის დიდების, აღმაფრენის, გმირობის, ქეთევანის - რომლის დაბადებიდანაც 450, ხოლო გარდაცვალებიდან 400 წელი გავიდა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მის ღვაწლზე, თავს დატეხილ უბედურებაზე და სიამაყით აღნიშნეს, რომ „საქართველოს დედად“ წოდებული ქალი მუხრანში გაზრდილი იყო და მას უწოდებდნენ „მუხრანელ ციცინათელას“;
Xა კლასის მოსწავლეები სიამაყით მოუთხრობდნენ მსმენელს დედოფლის გამძლეობაზე, მის რწმენაზე, სამშობლოს სიყვარულზე, ღირსებასა და მოთმინებაზე ...
აღნიშნულ საღამოზე ინსცენირებული იყო რამდენიმე ეპიზოდი წმინდანის ცხოვრებიდან, სადაც შაჰის როლი შეასრულა ლუკა გურგენიშვილმა, ქეთევანის - ნინო კბილაშვილმა, მაჰმუდ ბეგის - გიორგი პავლიაშვილმა, უნდილაძის - საბა ზურაბიშვილმა, კონსტანტინე მირზასი - ანზორ კუზანოვმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქეთევანის სურათი დახატა - მარიამ ხაჩიურმა.
საღამო მუსიკალურად გააფორმა მაია ბედიანაშვილმა, ხალხური სიმღერები შეასრულეს: ნინო ოკინაშვილმა და ნიკა ზარიაშვილმა, ტექნიკური მხარდამჭერი გახლდათ - ნინო ფარტენაძე.
აღსანიშნავია, რომ საღამოს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე ვარდიაშვილი.
დასასრულს, საღამო შეაფასა სკოლის დირექტორმა სოფო კუბლაშვილმა, მან აღფრთოვანება გამოხატა მოსწავლეების მიმართ, მათ სამშობლოსადმი ერთგულება და წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას