სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის მოსწავლეები განათლების მიღებას ახალრეაბილიტირებულ, თანამდროვე სტანდარტებს მორგებულ შენობაში აგრძელებენ
29-10-2024
-
+


გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულებულია და სასწავლო პროცესი თანემდროვე სტანდარტებს მორგებულ შენობაში მიმდინარეობს.

სკოლა 90 მოსწავლეზეა გათვლილი, აღჭურვილია ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით; სასწავლო სივრცეებთან ერთად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი.  პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი.

აღსანიშნავია, რომ სკოლა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი და ადაპტირებული სანიტარული კვანძები.

პროექტის ღირებულება 2,5 მილიონ  ლარზე მეტია.

სკოლის სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ,  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ მოინახულეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება