სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუაგორას საჯარო სკოლის მე-7 კლასში მასწავლებლის ეროვნულ დღეს კლასის საათი მიეძღვნა
29-10-2024
-
+


ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი კვირეული მრავალფეროვანი იყო, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.

მათ შორის იაქტიურეს მე-7 კლასის მოსწავლეებმა. ისინი ამ დღის აღნიშვნას არ ჩამორჩნენ და პედაგოგებს განსაკუთრებულად მიულოცეს პროფესიული დღე.

მე-7 კლასში ჩატარდა კლასის საათი, რომლის ფარგლებში ბავშვებმა ნახეს ვიდეოჩანაწერები - „უცნობი ფაქტები იაკობ გოგებაშვილის შესახებ“.

მოსწავლეები, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დიდი ინტერესით უსმენდნენ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ ისტორიებს დიდი მწერლის და პედაგოგის შესახებ.

„ვიდეოს ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა არაერთი შეკითხვა დასვეს და შეაფასეს ამ დიდი მოღვაწის ცხოვრება“, - ამბობენ სკოლაში.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება