სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს ლამაზი ლიტერატურული საღამო მიეძღვნა
29-10-2024
-
+


27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა, ამავე დღეს უკვე მეორე წელია აღინიშნება მასწავლებლის ეროვნული დღე. ეს გამორჩეული თარიღი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. 

„დედა ენის“ ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღეს სკოლაში ლამაზი საღამო მიეძღვნა.

დაწყებითი კლასების კათედრის წევრების -  ლანა კაკაჩიას, თამილა ჭაჭუასა და შორენა გოგოხიას ორგანიზებით, მოსწავლეები მრავალფეროვანი აქტივობებით წარდგნენ სტუმარების წინაშე - გააკეთეს პრეზენტაცია იაკობ გოგებაშვილზე, ისაუბრეს მის ბიოგრაფიაზე, შემოქმედებაზე, მოღვაწეობასა და ღვაწლზე... დაამზადეს ხელნაკეთი წიგნები და გააცოცხლეს გოგებაშვილის ცნობილი მოთხრობები.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა პროფესიული დღე მიულოცეს მასწავლებლებს, შეასრულეს სიმღერები, ხატოვნად წაიკითხეს ლექსები და საყვარელ პედაგოგებს ყვავილის თაიგულები მიართვეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება