სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოზურგეთის N1 სკოლის მე-4 კლასელებმა დიდი მხატვრების შემოქმედება „გააცოცხლეს“
29-10-2024
-
+


ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების შემოქმედებითი უნარების განვითარებასაც. 

ამის ნათელი მაგალითია მე-4ბ კლასში ჩატარებული საინტერესო გაკვეთილი, რომელიც დიდი მხატვრებს - ლეონარდო და ვინჩსა და რაფაელს, ეძღვნებოდა. 

მოსწავლეები გაეცნენ მათ ნამუშევრებს, საინტერესო ცნობები მოისმინეს მათი ბიოგრაფიის შესახებ, ეზიარნენ მათ განვლილ გზას, რამაც ისინი ყველა დროის საუკეთესო ფერმწერებად აქცია. 

აღსანიშნავია, რომ ბოლოს მოსწავლეებმა მხატვრების ცნობილი ნამუშევრები გააცოცხლეს, მათი ინსპირაციით კი შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნეს. 

„ცნობილ ნახატებს ჩვენეული სიხალისე შევმატეთ“, - სიხარულით აღნიშნეს მოსწავლეებმა და ნამუშევრები საკლასო ოთახში გამოფინეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ხელოვნებას პედაგოგი ირინა კოსტავა ასწავლის, რომელიც ბავშვების ესთეტიკური ხედვისა და შემოქმედებითობის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება