| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლას არაერთი ღირესული თაობა აღუზრდია, სწორედ იმ მოტივით, რომ ოდესღაც თითოეული მათგანი სამშობლოს თავინთი პროფესიონალიზმით ემსახურება. ამის ნათელი მაგალითია მარიამ ჯაფარიძე, რომელიც დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრს ხელმძღვანელობს.
სკოლა ამაყია, რომ ის მესტიის N1 საჯარო სკოლის კედლებში აღიზარდა, მიიღო განათლება, ცოდნა უმაღლეს სასწავლებლებში განიმტკიცა და დღეს მშობლიურ მხარეს, განსწავლული და პროფესიონალი დაუბრუნდა.
„გასაოცარი სილამაზის გოგონა დააბიჯებდა ჩვენი სკოლის კედლებში, გასაოცარი ნიჭის სიყვარულისა და გამორჩეული თვისებების მქონე, მასში კეთილშობილებასთან ერთად შერწყმული გახლდათ უდიდესი კდემამოსილება და პატივისცემა მასწავლებლებისა და თანატოლების მიმართ... მას ჩვენმა პედაგოგებმა შესაფერისი, საალერსო სახელიც მოუძებნეს: „პატარა პოლიტიკოსი“, - ამ სიტყვებით ახასიათებენ რესურსცენტრის ხელმძღვანელს მშობლიურ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მან ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა და ილია ჭავჭავაძის სახელობის პოლიტიკის მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა; მუშაობდა საქარველოს ეროვნულ მუზეუმში, შემდეგ კი სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ცენტრალური აპარატის უფროსად 2022 წლიდან 2024 წლის აგვისტომდე.
დღეს კი, მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსად დაინიშნა, როგორც სკოლაში გვიყვებიან დაიწყო ზრუნვა მუნიციპალიტეტში არსებულ თითოეულ სკოლაზე, შეისწავლა მათი საჭიროებანი თითოეული სკოლის პრობლემა, განაახლა მშობლებთან და პედაგოგიურ საზოგადოებასთან ურთიერთობა.
„ჩვენი სკოლის პედაგოგიური საზოგადოების სახელით წარმატებას ვუსურვებთ ქალბატონ მარიამ ჯაფარიძეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში და წინსვლას უსურვებენ საამაყო კურსდამთავრებულს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას