სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის ანსამბლმა - „ნაკადულმა“ სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცა 
18-10-2024
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისთვის საჭირო ყველა პირობაა შექმნილი. 

აღსანიშნავია, რომ იქ ანსამბლი „ნაკადული“ ფუნქციონირებს, რომლის წევრებიც სასკოლო საზოგადოებას საკუთარი შემოქმედებით ხშირად ანებივრებენ. 

როგორც სკოლის დირექტორი - ინგა წიგნაძე გვიყვება, მოსწავლეებმა მათ სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს. „ნაკადულის“ წევრებმა საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები შესთავაზეს, რითაც ყველას სიმპატია და შექება დაიმსახურეს. 

„ქართულ მუსიკასა და ცეკვაზე ყველაფერს გრძნობ, ყველაფერი გესმის, თითქოს ისტორიის ნაწილი ხარ – ამაღლებული გრძნობაა. ჩემო საუკეთესო ბავშვებო, ჩვენი სკოლის სიამაყეებო, მადლობა თითოეულ თქვენგანს, მადლობა თქვენს მშობლებს, თქვენს ქორეოგრაფებს. ახლაც, როგორც ყოველთვის, ულამაზესები იყავით. დიახ, ასეა, ერთ პატარა და ულამაზესი  სოფლის სკოლაში საკუთარი ანსამბლი - „ნაკადული" ფუნქციონირებს. ყველა დიდი მდინარე, პატარა ნაკადულით იწყება. მინდა, თქვენც ბოლომდე შეიგრძნოთ ხიბლი ქართული ცეკვის, გახდეთ ისტორიის ნაწილი, ჩვენ კი თქვენით ვიამაყოთ. იამაყოს მთელმა სოფელმა, მუნიციპალიტეტმა, თქვენმა ქვეყანამ! უსაყვარლესები ხართ, მადლობა ამ დღისთვის ქორეოგრაფებს - გოჩა ჭანკვეტაძესა და მალხაზ კოხრეიძეს“,- წერს სკოლის დირექტორი ინგა წიგნაძე. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება