| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამას ადასტურებს ისიც, რომ მასწავლებელმა - თამარ აქირთავამ პირველკლასელებს ანბანის სწავლა დღესასწაულად უქცია.
მან ბავშვებისთვის სკოლაში საზეიმო გარემო შექმნა. კლასი შთამბეჭდავად - დეკორაციებით მორთო, რამაც მოსწავლეების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
„პირველი კლასის მასწავლებლები ვცდილობთ, რაც შეიძლება ორიგინალურად, შემოქმედებითად, შთამბეჭდავად და საინტერესოდ დავგეგმოთ ეს გაკვეთილი, რათა შევქმნათ ამაღლებული განწყობა, რაც გაჰყვება ბავშვებს მთელი საანბანო პერიოდი“, - აღნიშნავს პედაგოგი.
მასწავლებელმა, პირველკლასელებს საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა, რომელშიც ბავშვები დიდი სიხარულით ჩაერთნენ.
„ჩემი მოსწავლეებისთვის ასეთ ლამაზ გარემოში დაიწყო პირველი საანბანო გაკვეთილი. მხიარული და სახალისო აქტივობებით შევქმენი წერა-კითხვის შესასწავლი ატმოსფერო“, - გვიყვება მასწავლებელი.
მოსწავლეებმა დიდი მონდომებით შეასრულეს პირველი ხელნაწერი „აი ია“ და „ანბანეთის სამყაროში“ შეაბიჯეს.
„აი ია“ - ეს არის თავდაპირველი სიტყვა ყველა ქართველისა!
პირველი საანბანო გაკვეთილი, პირველი ასო-ბგერების გაცნობა, პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების ჩაწერა-წაკითხვა - ეს ყოველივე იმდენად სასიხარულო, საზეიმო და ამაღელვებელია, რომ წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს თითოეულ მოსწავლეზე.
გილოცავთ, პატარებო! ბედნიერი მოგზაურობა „ანბანეთში“, - ამბობს პედაგოგი თამარ აქირთავა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად