სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო

„ბავშვს მასწავლებლის დანახვა უნდა უხაროდეს“ - მთავარი რაც სკოლის დირექტორებმა მოსწავლეებისგან ისწავლეს
11-10-2024
-
+


მასწავლებლობა საპასუხისმგებლო, მაგრამ იმავდროულად საინტერესო და კეთილშობილური პროფესიაა. პედაგოგის როლი მოსწავლის აღზრდა-განათლებისა და ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესია. აღსანიშნავია, რომ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა ორმხრივია და ის მრავალი კომპონენტისგან შედგება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი ურთიერთობა იმაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ინფორმაციის მხოლოდ მიცემა-გაცემა. როგორც მოსწავლე სწავლობს მასწავლებლისგან, ასევე ბევრი ახალი რაღაც შესაძლოა ისწავლოს პედაგოგმა ბავშვებისგან. 

საინტერესოა, მოსწავლეებთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ რა ასწავლა სკოლის ხელმძღვანელებს, შესძინა თუ არა ახალი უნარები? ამ საკითხთან დაკავშირებით დირექტორებმა etaloni-სთან ისაუბრეს და როგორც აღმოჩნდა, უმთავრესი, რაც ბავშვებისგან ისწავლეს, ეს სიყვარულია.

ონისე ბოჭორიშვილი, ქუთაისის N10 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებთან ურთიერთობამ, პირველ რიგში, მასწავლა ის, რომ მათთან საუბრისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ აგრესიულები, კონფლიქტურები. ავტორიტარული მმართველობა არ უნდა დავაწესოთ, პირიქით უნდა ვიყოთ მეგობრულები. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის თანამშრომლობითი ხასიათის ურთიერთობა უნდა ჩამოყალიბდეს. სიყვარული და ნდობა ასევე აუცილებელია. ბავშვს უნდა უხაროდეს პედაგოგის დანახვა. ამას თუ მიაღწევს მასწავლებელი, მას აუცილებლად ყველაფერი საუკეთესოდ გამოუვა. ზემოდან არ უნდა ველაპარაკოთ და არ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ თითქოს მათზე მეტი გვგონია თავი.

ფიქრია ცნობილაძე, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ თითოეული მოსწავლე ჩემთვის მნიშვნელოვანია. ბავშვებთან ურთიერთობამ პიროვნების სიყვარული მასწავლა. თითოეულ მოსწავლეს ვხედავ როგორც ინდივიდს. ვითვალისწინებ მის შესაძლებლობებს, სურვილებს, ინტერესებს და აქედან გამომდინარე მაქვს მათთან თბილი, მეგობრული ურთიერთობა. ვფიქრობ, მოსწავლეების აკადემიური უნარების განვითარებაში, პიროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ. დიდი წვლილი შეგვაქვს ასევე, მათი თვითშეფასების უნარის გაზრდასა და მოტივაციის ამაღლებაში. სწორედ ეს მასწავლა მოსწავლეებთან ურთიერთობამ.

ნინო ჩიხლაძე, ქალაქ ქუთაისის N45 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემს სკოლაში, სადაც დირექტორი ვარ, სმენის პრობლემების მქონე მოსწავლეები არიან. ამ ბავშვებთან ურთიერთობა, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, დიდი ფუფუნებაა, იმიტომ რომ არიან ძალიან განსხვავებულები, საყვარლები, თბილები. ისინი შენგანაც იმავეს მოითხოვენ. ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს, უბრალოდ, არსებობს შეზღუდული შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ამაში ჩემმა ბავშვებმა დამარწმუნეს. მე, უკვე 16 წელია როგორც პედაგოგი ვმუშაობ ამ ბავშვებთან. პირველ, რიგში, რაც ნათლად დამანახეს არის ის, რომ მათ უსაზღვრო სითბოს გამოხატვა შეუძლიათ, რასაც ჩვენგანაც მოითხოვენ. პირველ რიგში, მათთვის ხარ მეგობარი და შემდეგ მასწავლებელი, დირექტორი. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორი ვარ, მეც და ნებისმიერ მასწავლებელს, ისინი მეგობრებად მიგვიჩნევენ. გარდა საგაკვეთილო პროცესისა, შეუძლიათ გვესაუბრონ თავიანთ გრძნობებზე, გვკითხონ რჩევა. ეს ყველაფერი მასწავლეს ჟესტურ ენაზე. ჟესტური ენა ვიცოდი აქ რომ დავიწყე მუშაობა, მაგრამ მათთან ყოველდღიური ურთიერთობით უფრო განვამტკიცე ცოდნა და ეს ენა ბავშვებთან ერთად, კიდევ უფრო შემიყვარდა.

ქეთევან როყუა, ქალაქ წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ვარ როგორც სკოლის დირექტორი, ასევე მასწავლებელიც. როგორც პედაგოგი, აღმზრდელობითი ფუნქციის გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა ის, რომ ბავშვების დამოკიდებულება ამ შემთხვევაში განსხვავებულია. ისინი განსხვავებულად მიყურებენ როგორც მასწავლებელს და როგორც დირექტორს. უფრო თამამად და თავისუფლად არიან, როცა მათ გაკვეთილს ვუტარებ. ხოლო როცა კლასში შევდივარ როგორც დირექტორი თითქოს უფრო მოკრძალებულები ხდებიან, სხვა განწყობით არიან ჩემ მიმართ. ზოგადად, თბილი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს მოსწავლეებთან. უფროსკლასელებს უფროს მეგობარსაც ვეძახი. მინდა ეს სითბო და ახლო ურთიერთობა დავანახო ბავშვებს, რადგან ჩემთან ურთიერთობისას გახსნილები იყვნენ, არ შეიბოჭონ. ასეთი დამოკიდებულებით არ წამიგია. სიმკაცრე არ ნიშნავს დისციპლინის მოთხოვნას. სიმკაცრითაც შეიძლება რაღაცების მიღწევა, მაგრამ მე ასეთი თბილი ურთიერთობით ვაღწევ მათთან კარგ შედეგებს. მოსწავლეებთან ურთიერთობამ მასწავლა ის, რომ ისინი პირველ რიგში, არიან ჩვეულებრივი ინდივიდები, მათაც ისევე უნდა ვცეთ პატივი, როგორც თავად გვცემენ ჩვენ. პედაგოგი უნდა იყოს გულწრფელი და ლამაზ მოგონებებთან დაკავშირებული. მათ სილაღეს, ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობას გადმოვიღებდი მოსწავლეებისგან. ახლანდელ დროში, მოგეხსენებათ, სტრესულ მდგომარეობაში ვართ. უფროსებს მეტი საფიქრალი, სანერვიულო გვაქვს და ალბათ ვისურვებდი, ისეთი განწყობა მქონოდა ყოველთვის, რომ მარტივად შემეხედა ამ პრობლემებისთვის.

აზა ფირცხალავა, ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ბავშვი დიდი ამოცანაა, რომელიც უნდა ამოხსნა თავისი სილაღით, გულწრფელობით, სუფთა გულით, ქცევებით, უნარ-ჩვევებით, სხვადასხვა შეხედულებით, ცნობისმოყვარეობით, დაინტერესებით და ყოველივე იმ სუფთა დამოკიდებულებებით, რასაც მათთან ურთიერთობა გვასწავლის. შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელი იზრდება და ინტერესდება მათთან ურთიერთობისას. მას შეუძლია თავისი სილაღითა და გულწრფელობით დაგაფიქროს, მიგიყვანოს იმ გადაწყვეტილებამდე, რასაც არ ელოდი. ისინი ყველაზე სუფთა არსებები არიან და დიდი სიყვარული შეუძლიათ.

ოცი წლიდან მაქვს ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება. მათთან ურთიერთობაში გავიზარდე პროფესიულად. პედაგოგობა და ბავშვებთან ურთიერთობა ჩემი სულიერი სამყაროა. ყოველთვის ვმეგობრობ ბავშვებთან და უფრო მეტიც, მათთან ვთანამშრომლობ. ვცდილობ, მესმოდეს მათი ენა და ერთად ვპოულობთ გამოსავალს, რაც ძალიან კარგად გამოგვდის. მაბედნიერებს მათი თბილი მზერა და ჩახუტება, რასაც ხშირად მჩუქნიან. ეს ის უნარ-ჩვევებია, რასაც ბავშვები უფროსებს გვასწავლიან. ჩემი უკუკავშირი - დიდი სითბო, მეგობრობა და სიყვარულია.

რამაზ მახარაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ყველა საკითხს ერთად ვუდგებით. მეც ასევე ყოველთვის ვითვალისწინებ მოსწავლეების საჭიროებებს. დიდი ხანია ვასწავლი სკოლაში მათ ფიზიკა-მათემატიკას, წელს გავხდი დირექტორი და საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღე. მათთან ურთიერთობამ მასწავლა, რომ მნიშვნელოვანია მათი აზრების მოსმენა და მეგობრული ურთიერთობები.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ხვალიდან კვლავ წვიმაა მოსალოდენილი - გარემოს ეროვნული სააგენტო

5 ივნისი ბოლო დღეა - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

„თქვენი მომავალი იყოს ნათელი, წარმატებული და სავსე იმ ბედნიერი მოგონებებით“ - ჯვარის N4 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება