| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მათი ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო ისტორიის შესახებ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
სწორედ ასე, ისტორიის შესწავლის მიზნითა და მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის ზეიმით, ძევრის საჯარო სკოლაში, როგორც სკოლის ხელმძღვანელი აღნიშნავს „ოლიმპიზმის დღე“, მოეწყო.
ძველ ბერძნულ სამოსში გამოწყობილმა, ისტორიული ფიგურების ნიღბებს ამოფარებულებმა და ოლიმპილთა როლში მყოფმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოება ძველ საბერძნეთში ამოგზაურეს.
„მაინც მიაჯაჭვა „ადიდასის“ ბოტასებიან ჰეფესტოს და პრომეთეს „კინკლაობას“ თემიდა, სპარტელი ლეონიდასი, ჯვაროსნები და თვით ოლიმპოელები ჰერა და მეხთამტყორცნელი ზევსი ადევნებდა თვალს ძევრის სკოლის ისტორიული მოდელირებული რეკონსტრუქცია. ოლიმპიზმის დღე. ძევრი. საგვარჯილე“, - ასე აფასებს სკოლის ხელმძღვანელი მანუჩარ ფანძულიძე ღონისძიებას სკოლაში.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად