სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გილოცავთ მასწავლებლებო“ - ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგთა მსოფლიო დღეს ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა 
09-10-2024
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში, მასწავლებლების შრომა და ღვაწლი დაფასებულია. ამას ადასტურებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „გილოცავთ მასწავლებლებო“, რომელიც სკოლაში გაიმართა.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენა-ლიტერატურისა და მუსიკის მასწავლებლების, შორენა სიხარულიასა და მელანო ჭითაშვილის ხელმძღვანელობით, პედაგოგებს სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით, ლექსებითა და მისალოცი ბარათებით მიულოცეს პროფესიული დღე.

მესამე კლასელებმა მოამზადეს კედლის გაზეთი „გილოცავთ მასწავლებლებო“, რომელიც გააფორმეს ცნობილი ლექსებითა და გამონათქვამებით.

სკოლაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საინტერესო და ლამაზი დღისათვის მადლობა გადაუხადეს.

5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეთა თვითმმართველობამ სკოლის პედაგოგებთან ინტერვიუები ჩაწერა
 
შეხვედრა მეტად საინტერესოდ, მოსწავლე-მასწავლებელთა მაღალი ჩართულობით წარიმართა
 

პროექტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, უფრო ღრმად შეეცნოთ გალაკტიონის პოეზიის სილამაზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება