სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომის საჯარო სკოლაში ღიმილის საერთაშორისო დღე პერფორმანსითა და მრავალი სახალისო აქტივობით აღინიშნა
09-10-2024
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საგანმანათლებლო თავგადასავალი, გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

7 ოქტომბერს სკოლაში ღიმილის საერთაშორისო დღე აღინიშნა. „გავუღიმოთ სამყაროს - ჩვენი ღიმილი სამყაროს შეცვლის“- ამ მოტივით სკოლა შეუერთდა ღიმილის საერთაშორისო დღეს, პერფორმანსით და მრავალი სახალისო აქტივობით, რომელიც სიხარულისა და პოზიტივის გავრცელებას ემსახურებოდა, ყველას ღიმილს ანიჭებდა და ახსენებდა ღიმილის საოცარ ძალას.

მოსწავლე-მასწავლებლებმა გაიხსენეს ცნობილი ციტატები.

„მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამამხნევებელი და ამაღლებული ციტატები ღიმილის შესახებ. თითოეულმა მათგანმა მოიტანა განსხვავებული ხედვა და პოზიტივი, რომელიც ასე გვჭირდებოდა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ციტატებს შემოქმედებითი აქტივობები მოჰყვა. 

„ღიმილით შთაგონებულმა პერფორმანსებმა და ხელოვნების ნამუშევრებმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, რამდენად მარტივად შეგვიძლია სიხარულის გაზიარება ერთმანეთთან“,- დასძენენ სკოლაში. 

იყო ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლე-მასწავლებლებმა ღიმილით სავსე დღე ფოტოებში აღბეჭდეს, რათა ახსოვდეთ, როგორ შეძლეს ერთმანეთის დღის გალამაზება მხოლოდ ერთი ღიმილით.

„მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ: ღიმილი ყველაზე მარტივი და ძლიერი საჩუქარია, რომლის გადაცემაც შეგვიძლია! ღიმილი პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი ჟესტია, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია! გავუღიმოთ ერთმანეთს და გავავრცელოთ სიხარული ყოველდღიურად!“,- ამ შემართებით დასრულდა ღონისძიება, რომელაც მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ხელოვნების პედაგოგმა - ნანა რუხაძემ დაგეგმა და განახორციელა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება