სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“  მკვლევართა კლუბი სამეცნიერო ფესტივალს შეუერთდა 
07-10-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო ინიციატივაში აქტიურად, დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან, იღებენ გამოცდილებას და თავიანთ იდეებს ფართო საზოგადოებას წარუდგენენ.

ამჯერად, მკვლევართა კლუბი „ანსაბასისი“, 2024 წლის სამეცნიერო პიკნიკს შეუერთდნენ. 

მკვლევართა კლუბი „ანაბასისი“ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში 2015 წლიდან არის გაერთიანებული.  ახალგაზრდა მკვლევართა კლუბები ყოველწლიურად მონაწილეობენ ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე და მოსწავლეების ჩართულობით პიკნიკს უფრო მეტად მხიარულს, სახალისოსა და აქტიურს ხდიან.

„მეცნიერება სახალისოა!“, - მეცნიერების პოპულარიზაცია იწყება სკოლის ასაკიდან, ამიტომაც    კლუბი „ანაბასისი“, ყოველწლიურად მოსწავლეთა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობით (სამოქალაქო და ეკოლოგთა კლუბებიდანაც ემატება მოსწავლეები) ერთვება პიკნიკში და თავის პროგრამით წარსდგება ვიზიტორების წინაშე.     

აღსანიშნავია რომ პიკნიკში მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე ხდება. კლუბის დაგეგმილი აქტივობები უნდა იყოს უსაფრთხო, ორიგინალური. ამ პრინციპებით შერჩეულ კლუბებს შორის მოხვდა კლუბი „ანაბასისი“, ტრადიციულად წელსაც.  რომელმაც  28 სექტემბერს სამეცნიერო პიკნიკზე  ვიზიტორებს  განსხვავებული ფორმატის პროგრამა  წარუდგინა.

STEM მიმართულების პროექტები: „ჭკვიანი ურნა“ , „კარების გაღება გასაღების გარეშე“, „აირის გაჟონვის აღმოჩენა“, „ელექტრონული თამაშები“, რომლებმაც მნახველების მოწონება და დაინტერესება გამოიწვია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტების ავტორი მეთერთმეტეკლასელი ბექა ფერაძე კლუბის წევრებთან ერთად გულმოდგინედ აცნობდა ქართველ თუ უცხოელ მნახველებს, პროექტების არსს და პრაქტიკულად უჩვენებდა მათ მოქმედებების თანმიმდევრობას.

„დიდი მადლობა პიკნიკის ორგანიზატორებს, ილიაუნს, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელს, სალის საინტერესო პროექტებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

მკვლევართა კლუბის წევრებმა  აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ფესტივალშიც  მიიღეს მონაწილეობა 4 ოქტომბერს  და ვიზიტორებს საინტერესოდ წარუდგინეს მათ მიერ განხორციელებული STEM პროექტები .

მნახველთა უკუკავშირები იყო პოზიტიური. მოსწავლეები ასევე გაეცვნენ სხვადასხვა კლუბის, უნივერსიტეტების მრავალფეროვან აქტივობებს. მიიღეს გამოცდილება და ინსპირაცია მომავალი საქმიანობის დასაგეგმად!

„დიდი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს ! ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტს!“, - სკოლაში მადლობას იხდიან შესაძლებლობისთვის და ახარებთ, რომ მოსწავლეებისთვის ამდენი კარი იხსნება. 

„მეცნიერების პოპულარიზაცია იწყება სკოლის ასაკიდან, ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიაქტიუროთ და ჩვენს  მოსწავლეებს მაქსიმალურად მივცეთ საშუალება გამოავლინონ ინტერესები და შესაძლებლობები მეცნიერებაში. წარმატებები მათ!“, - აღნიშნავენ სკოლაში და სწორედ ამ მოტივით, ზრუნავენ მოსწავლეების წახალისებით: ჩაერთონ საინტერესო ინიციატივებში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება