სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქიმიური ცდები ჩაატარეს
07-10-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, პედაგოგ დონი მიმინოშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ქიმიაში ცდები ჩაატარეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ ამონიუმის ბიქრომატის დაშლა ნახეს, რომლის დროსაც ქრომის სამვალენტიანი ოქსიდი გამოიყოფა. მოსწავლეებმა დაინახეს, რომ ქრომის ამ ოქსიდს აქვს მწვანე შეფერილობა და თან მიღების ერთ-ერთი ხერხია რთული ნივთიერების გახურებით დაშლაა. 

გარდა ამისა, მე-8 კლასში გაკვეთილი იოდის სუბლიმაციას შეეხო, რომლის დროსაც ის მყარი მდგომარეობიდან აირად მდგომარეობაში გადადის.

„ქიმია ყველაფერშია, სამყაროს უკიდეგანო სივრცეებში და წყლის ერთ პატარა წვეთში, სიყვარულსა და სიძულვილში, სიცოცხლესა და სიკვდილში, ჩვენს სხეულებშიც, რომელიც ერთ პატარა ნაწილს წარმოადგენს იმ უზარმაზარ ლაბორატორიაში, რომელსაც სამყარო ჰქვია.

სკოლა, რომელსაც არ გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ასე იწყებს 2024-2025 სასწავლო წელს ქიმიის გაკვეთილებს დონი მასწავლებელთან ერთად.

კეთებით სწავლება, გარდა კომუნიკაციური და თანამშრომლობითი უნარებისა, ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი რთული სააზროვნო უნარების განვითარებას, როგორიცაა: ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომა და საკუთარი თვალთახედვის არგუმენტირება“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეოები:

 ვიდეო




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება