სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეები მიიღებენ 400-300-200-150-ლარიან ფულად ჯილდოს - მუნიციპალიტეტის დადგენილება
06-10-2024
-
+


„თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებული მიღწევის მქონე მოსწავლეა – საქართველოს  სახელმწიფოსა და შესაბამისი ფედერაციების მიერ ინიცირებულ კონკურსებსა ან სპორტულ შეჯიბრებებში საჯარო სკოლის სახელით მონაწილე მოსწავლე, რომელიც დაიკავებს საპრიზო ადგილს  აღმოსავლეთ საქართველოს, რესპუბლიკურ ან საერთაშორისო მასშტაბის ინდივიდუალური სახეობის სასწავლო, ინტელექტუალურ, შემოქმედებით კონკურსებსა ან/ სპორტულ შეჯიბრებებში, ასევე, პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი სასკოლო გუნდის წევრი.

„აღმოსავლეთ  საქართველოს კონკურსი/ შეჯიბრება:

პირველი ადგილის დაკავებისას  მოსწავლე დაჯილდოვდება 300 ლარით;

მეორე ადგილის  დაკავებისას მოსწავლე დაჯილდოვდება 200 ლარით;

მესამე ადგილის  დაკავებისას მოსწავლე დაჯილდოვდება 150 ლარით.

გუნდის წევრზე ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს კონკურსი/შეჯიბრება:

განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 200 ლარით;

ბ) რესპუბლიკური კონკურსი/შეჯიბრება:

განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 300 ლარით;

გ) საერთაშორისო კონკურსი/შეჯიბრება:

განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 400 ლარით“, - ნათქვამია დადგენილებაში.

განსაკუთრებული მიღწევის მქონე მოსწავლემ ან/მოსწავლის მშობელმა/მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ცნობა მოსწავლის საჯარო სკოლაში სწავლის შესახებ;

გ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ან/პირადობის მოწმობის ასლი;

დ) მოსწავლის მიერ საპრიზო ადგილის დაკავების/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) მოსწავლის ან/ მშობლის /ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები;

ვ) მშობლის ან/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება