სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თანახმა ვარ, დამლაგებლის აყვანამდე, ჩემმა შვილმა კლასი დაალაგოს“ - თბილისის N77 სკოლაში მშობლებს დოკუმენტი გააცნეს - დირექტორის განმარტება
27-09-2024
-
+


„2024-2025 სასწავლო წელი - თანახმა ვარ, ჩემი შვილი გაკვეთილების შემდეგ მორიგეობით დარჩეს და დაალაგოს საკლასო ოთახი, სანამ შეირჩევა შესაბამისი კადრი დამლაგებლის პოზიციაზე“, - ეს გახლავთ დოკუმენტი, რომელზეც სსიპ გრიგოლ კობახიძის სახელობის ქალაქ თბილისის N77 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების ნაწილმა ხელი მოაწერა და რომელიც etaloni.ge-ს პირადად მიაწოდეს.

რა გახდა მსგავსი დოკუმენტის შექმნის მიზანი და ალაგებინებენ თუ არა მოსწავლეებს სკოლას? - დეტალებში უკეთ გასარკვევად თბილისის N77 საჯარო სკოლის ხელმძღვანელს, ნანა ხიდეშელს დავუკავშირდით, რომელმაც განმარტა, რომ სასწავლო წლის დასაწყისში სკოლას საჭირო რაოდენობის დამლაგებელი არ ჰყავდა. შესაბამისად, დამრიგებლების ინიციატივით, მშობლები საქმის კურსში ჩააყენეს, რომ შესაძლოა, ბავშვებს გაკვეთილების შემდეგ ემორიგევათ:

„აქ საუბარია მხოლოდ მერხების მილაგებაზე და არა საკლასო ოთახის სველი წესით დალაგებაზე... თუმცა ჩვენთან ბავშვები სკოლას ნამდვილად არ ალაგებენ, რადგან კადრები ავიყვანეთ და ბავშვების მორიგეობის საჭიროება ნამდვილად არ გვაქვს.

- ესე იგი, თქვენთან მოსწავლეები სკოლას არ ალაგებენ.

- არა, რა თქმა უნდა...

- მაშინ რატომ გახდა საჭირო მშობლების ხელმოწერა მორიგეობაზე?

- ეს იცით როგორი დოკუმენტია? ჩვენი მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქტივობაში მონაწილეობენ და მშობლები წერილობით აცხადებენ ფოტო-ვიდეოგადაღებაზე თანხმობას. ასევე მოაწერეს ხელი, რომ არ იქნებოდნენ წინააღმდეგნი, ბავშვები მორიგეობით დარჩენილიყვნენ გაკვეთილების შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - საუბარია მორიგეობაზე, მერხების მილაგებაზე და არა სველი წესით დალაგებაზე. თუმცა ისედაც, რასაც მიირთმევენ ჩვენი მოსწავლეები, მერხის ქვეშ რომ არ დატოვონ და ურნაში ჩაყარონ, არაფერი დაშავდება“, - აღნიშნავს სკოლის დირექტრი. 

ნამდვილად არაფერი დაშავდება, ბავშვებმა ნაგავი ურნაში ჩაყარონ და მერხები გაასწორონ, თუმცა აქ უფრო კომპლექსური პრობლემაა, რომელსაც, როგორც ზემდგომ ეშელონებში უყვართ ხოლმე თქმა, „ჰოლისტურად“ უნდა მივუდგეთ - ესაა სკოლის ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება.

თავის დროზე, განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმაც განაცხადა, სკოლის ტექპერსონალის ანაზღაურება იმდენად მცირეა, საუბარიც კი უხერხულიაო.

ფაქტია - სკოლის დამლაგებლების ანაზღაურება არის ძალიან, უფრო სწორად შეურაცხმყოფლად მცირე და სწორედ ამის გამო, ადმინისტრაციას კადრის „დამაგრება“ უჭირს, ახლის მიღებას კი, რიგ შემთხვევებში, თვეები სჭირდება და რა ვქნათ, ასე გვყავდეს დამლაგებლებად მოსწავლეები მანამ, სანამ მრავალკონტინგენტიანი სკოლების 200 ლარად დალაგება-დასუფთავების მიმართულებით ენთუზიასტები გამოჩნდებიან?!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება