| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ მოცირკულირე ვირუსები ძირითადად მიეკუთვნებიან იმ კატეგორიას, რომლის მართვაც პირველადი ჯანდაცვის რგოლში უნდა მოხდეს.
კერძოდ, როგორც ივანე ჩხაიძემ განმარტა, კორონავირუსი, ადენოვირუსი, ენტეროვირუსი, ყველა მიეკუთვნება მსუბუქი მიმდინარეობის დაავადებების გამომწვევ ვირუსებს, ისინი არ იწვევენ მძიმე შემთხვევებს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდას. მათი ზოგადი შეფასება არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარე რესპირაციული დაავადება.
„ეს არ არის ის ვირუსები, რომლებმაც შესაძლოა განაპირობონ იმდენად მძიმე მდგომარეობა რომ სტაციონარიზაცია გახდეს აუცილებელი. გრიპის ვირუსში გართულების ალბათობა მაღალია, პირველ რიგში, ეს არის ფილტვის ანთება, საავადმყოფოში მოხვედრის ალბათობა მაღალია, ამიტომ არის მასზე განსაკუთრებული მეთვალყურეობა. ახლა მოცირკულირე ვირუსები ამ მხრივ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადებების განმაპირობებელია.
არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ახლა მოცირკულირე ვირუსებმა განაპირობოს ეპიდაფეთქებები, სკოლასა და ბაღებში ბავშვების მასობრივი არწასვლა.
ახლა მოცირკულირე ვირუსები განაპირობებს ძირითადად ზემო სასუნთქი გზების მწვავე ვირუსულ ინფექციას, რომელიც მიმდინარეობს გაციების ტიპით“,- აღნიშნა ჩხაიძემ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად