სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ხმამაღლა კითხვის უპირატესობები და მისი გავლენა მოსწავლეთა უნარების განვითარებაზე 
27-10-2024
-
+


არაერთხელ გამოთქმულა აზრი იმის შესახებ, რომ ხმამაღლა კითხვა მოსწავლეს მნიშვნელოვან უნარებს უვითარებს - რა უპირატესობები აქვს ამ მიდგომას და რა არის 5 მთავარი უნარი, რომელსაც ხმამაღლა კითხვა ავითარებს. 

დღეს გაგიზიარებთ კვლევებზე დაყრდნობით გამოვლენილ იმ მთავარ ფაქტორებს, რომლებზეც ხმამაღლა კითხვა დადებითად აისახება. 

1. ხმამაღლა კითხვა აყალიბებს ლექსიკას 

როდესაც მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ, ისინი ხვდებიან ახალ სიტყვებს. სწავლობენ უცნობი სიტყვების გამოთქმას, რასაც ჩუმად კითხვისას ვერ მოახერხებენ. ხმამაღლა გამოთქული სიტყვები მეტად ილექება გონებაში და მოსწავლეების ლექსიკას ამდიდრებს.

2. ხმამაღლა კითხვა აუმჯობესებს გააზრების უნარს

როდესაც ხმამაღლა კითხულობთ ან უსმენთ სხვებს, თქვენი გონება კონცენტრირებულია როგორც სიტყვებისა და ბგერებზე, ასევე მათ მნიშვნელობებზე. ეს არის ძლიერი შემეცნებითი ვარჯიში, რომელიც აძლიერებს გააზრების უნარს. 

აქტიური მოსმენა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს შეაგროვონ ინფორმაცია საკმარისად ღრმად, რომ გააანალიზონ და დაფიქრდნენ მასზე. 

3. ხმამაღლა კითხვა ამცირებს სტრესს 

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ხმამაღლა კითხვას აქვს ფსიქიკური და ემოციური ჯანმრთელობის გაზომვადი სარგებელი.

ხმამაღლა კითხვამ ასევე შეიძლება  შეამციროს სტრესს, რადგან ხმამაღლა კითხვისას კონცენტრაცია ხდება იმ ტექსტზე რასაც კითხულობთ, ხშირ შემთხვევაში ეს გონებაგაფანტულობის პრობლემასაც აგვარებს, ასეთ დროს, გარდა იმისა, რომ იაზრებ წაკითხულს, ასევე ყურებში ჩაგესმის შენივე ხმა და გარე ფაქტორები ნაკლებად იქცევს ყურადღებას. 

4. ხმამაღლა კითხვა აძლიერებს თავისუფალი კითხვის უნარს 

თავისუფლად კითხვა  ნიშნავს კითხვას ძალისხმევის გარეშე, სათანადო ტემპით, შესაბამისი რიტმით და გამოხატვით. 

როდესაც ჩვენ ხმამაღლა ვუკითხავთ მოსწავლეებს, ვაძლევთ მოდელს თავისუფლად კითხვისთვის. ისინი ასევე სწავლობენ ერთმანეთის მოსმენით. სოციალური სწავლების თეორიის თანახმად, სხვებზე დაკვირვება სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებს იმაში, თუ როგორ შევიძინოთ ახალი ცოდნა და უნარები. 

 5. ხმამაღლა კითხვას შეუძლია გააუმჯობესოს სამუშაო მეხსიერება 

კითხვა აუმჯობესებს სამუშაო მეხსიერებას. ფსიქოლოგმა  კოლინ მაკლეოდმა  გამოიკვლია ხმამაღლა კითხვის გავლენა მეხსიერებაზე. მან აღმოაჩინა, რომ ადამიანებს თანმიმდევრულად უკეთ ახსოვს სიტყვები, თუ მათ ხმამაღლა კითხულობენ.

მრავალმა კვლევამ  გაიმეორა ეს დასკვნები. ერთ კვლევაში 7-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფს სთხოვეს წაეკითხათ სიტყვების სია — ზოგი ჩუმად, ზოგი კი ხმამაღლა. ამის შემდეგ, მათ სწორად ამოიცნეს სიტყვების 87%, რომლებსაც ხმამაღლა კითხულობდნენ, ხოლო ჩუმად წაკითხული სიტყვების მხოლოდ 70%.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის შედეგად, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა

ქარელის საბავშვო ბაღებში შეტანილი ხორცი უხარისხო აღმოჩნდა - დეტალები 

რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

სტიპენდია 1000 ლარი ხდება - ვის ეხება ცვლილება

პედაგოგების ნაწილს საგნის გარდა, დამატებით გამოცდის ჩაბარება უწევს - მინისტრის ბრძანება მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ცვლილებებს ეხება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

​უღრმესი მადლობა, ბესო კობახიძეს მასპინძლობისთვის“

ეს იყო დღე, რომელმაც ერთდროულად გააერთიანა სიხარული, სიამაყე და განშორების ცრემლები

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა პრაქტიკულად წარმოადგინეს პროგრამის ძირითადი შესაძლებლობები

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება