სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„განა რა ეწერა ასეთი მასწავლებლების 90%-ს, რომ ნული ქულა დაუწერეთ?!“ - პედაგოგები აპელაციის შედეგებით უკმაყოფილოები არიან
30-08-2024
-
+


მასწავლებლების გამოცდის სააპელაციო განაცხადების შედეგები გამოქვეყნდა, რასაც გამოსაცდელთა კმაყოფილება ნამდვილად არ მოუტანია. პედაგოგების ნაწილი სოციალურ ქსელში უკმაყოფილებას არ მალავს და შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებს. etaloni.ge რამდენიმე კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

„1 ქულის მომატება რა პრობლემა იყო“...

„არც კი გადახედეთ ესეებს. ვისაც განულებული არ ჰქონდა, ის ქულაც დააკელით!!!“

„მართლა სამწუხაროა, ასე უმოწყალოდ განულებულ ესეებში მინიმალური ქულა რომ არ დაწერეთ... განა რა ეწერა ასეთი მასწავლებლების ოთხმოცდაათ პროცენტს, რომ ნული ქულა დაუწერეთ?!“

„ძალიან სამწუხაროა, ერთი ქულა მაკლდა შიდა ბარიერზე და ისევ ისე შემიფასდა“...

„ანუ აპელაციის შემდეგ ჩემი 3 ქულით შეფასებული ესე სულ გამინულეს“...

„გადავირიე აკადემიურში 10 ქულა მეწერა და გასაჩივრების მერე 9“...

„დამიმატეს ქულა... გაიხარეთ“...

„სასწაული ვისაც 3, 4 ქულა ჰქონდათ ესეში მათიც გაანულეს“...

„ერთი და ორი ქულის მომატება ასე რთულია? ნუთუ გამსწორებელმა ვერ უნდა გაითვალისწინოს ადამიანური ფაქტორი ამდენი თუ გააკეთა ესე იგი ყოფილა კომპეტენციის ღირსი ერთი და ორი ქულა ხომ შეიძლება ადამინურად წაამატო“...

„naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი ამდენი გამწარებული მასწავლებელი წინასაარჩევნოთ არამგონია კარგად შემოგიბრუნდეთ, ცოტა დაფიქრდით მაინც“...

„რა უსამართლობაა შარშან 0.4 დამკლა და ის ერთი ქულა არ მომიმატეს, წელს 4 დამაკლდა და 1 ქულა მომიმატეს“...

„მადლობა, იმედია სამომავლოდ მაინც გეყოლებათ ნორმალური გამსწორებლები, მსგავს ნაწერებში ზოგს რომ ნულს უწერთ და ზოგს მაღალ შეფასებას; აპელაციამდე ქულები ვისაც ჰქონდა, იმათაც გაუნულეთ!! ეს რა ფენომენია? ასევე, დიდ მადლობას გიხდით ასეთი მაღალი აღებული ქულა თქვენი გამსწორებლების გამო წყალში რომ ჩამიყარეთ!! სასამართლოში შევხვდებით!“

მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება