სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები
23-08-2024
-
+


საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა (გადანაცვლება, წაშლა, დამატება)  გამოსაცდელებს შეუძლიათ 23 აგვისტოს 18:00 საათამდე. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში აბიტურიენტები ცვლილებებს ვეღარ შეიტანენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესახებ. 

რას გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული სიის ცვლილება?

პროგრამების ცვლილება გულისხმობს იმას, რომ აბიტურიენტს შეუძლია  წაშალოს, დაამატოს ან გადაანაცვლოს საგანმანათლებლო პროგრამა ე. წ. საკუთარ რეიტინგულ სიაში.

რამდენი პროგრამის არჩევა შეუძლიათ აბიტურიენტებს? 

აბიტურიენტები საკუთარი არჩევნის რაოდენობაში შეზღუდულნი არ არიან და ცენტრიც ურჩევს მათ, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააკეთონ რეალური არჩევანი  -  გაითვალისწინონ საკუთარი შეფასება და  გადახედონ კონკურსს კონკრეტულ პროგრამებზე. 

მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობის გათვალისწინებაც, ასევე - კონკრეტული პროგრამის სწავლის საფასური და სწავლების ენა. ყურადღებამისაქცევია აგრეთვე, თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ  აბიტურიენტმა ჩააბარა მაგ.  მათემატიკაც და ისტორიაც და ერთ-ერთ საგანში ვერ გადალახა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, რა პრინციპით უნდა აირჩიოს მან საგანმანათლებლო პროგრამები?

ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა მან კარგად უნდა გადაამოწმოს არჩევანი და ჩამონათვალში დატოვოს მხოლოდ ის პროგრამები, სადაც  იმ საგნით ჩაირიცხება, რომელშიც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აქვს გადალახული. 

ვის მიენიჭება უპირატესობა ჩარიცხვის დროს -  თუ აბიტურიენტს პროგრამა პირველ ადგილას აქვს მითითებული, მაგრამ უკეთესი ქულები აქვს იმ აბიტურიენტს, რომელსაც ეს პროგრამა მეორე ან მესამე ადგილას უწერია, ვის მიენიჭება უპირატესობა ჩარიცხვის დროს?  

იმ შემთხვევაში, თუ ერთ აბიტურიენტს აქვს მეორე აბიტურიენტზე მაღალი ქულები, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი პირველ და მეორე ადგილზე ჩასარიცხად, სისტემა პირველ რიგში განიხილავს მაღალქულიანი აბიტურიენტის ჩარიცხვის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული პროგრამა მას,  ვთქვათ, მესამე  ადგილზე ჰქონდა მითითებული. ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილეს ქულა ეყოფა პირველ არჩევანზე ჩასარიცხად, მომდევნო არჩევანზე მისი ჩარიცხვა აღარ განიხილება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება