სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაფართოებული სასწავლო გეგმის განმარტება, მიზანი, საათობრივი განაწილება და შეფასება
25-08-2024
-
+


ეროვნულ სასწავლო გეგმაში დეტალურად არის განმარტებული რას ნიშნავს გაფართოებული სასწავლო გეგმა, რა მიზანი ადა ამოცანა აქვს და როგორც დება ამ დროს მოსწავლის შეფასება -  გაფართოებული სასწავლო გეგმით სწავლება ხორციელდება სკოლის დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის. მისი ელემენტების ინტეგრირება ხდება სხვადასხვა საგანზე და ასევე სხვადასხვა სპეციალისტის მიერ (მაგ. ფსიქოლოგი, სპეცმასწავლებელი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი) ინდივიდუალური მუშაობის დროს.

გაფართოებული სასწავლო გეგმის მიზნები და ამოცანებია:

·         გაუჩინოს მოსწავლეს სურვილი, იყოს დამოუკიდებელი, თვითმყოფადი პიროვნება;

·         შესძინოს მოსწავლეს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;

·         დაეხმაროს მოსწავლეს, საკუთარი შეზღუდული შესაძლებლობის, უნარებისა და შესაძლებლობების გააზრებაში;

·         მოსწავლემ შეძლოს საკუთარი დროის იმგვარად განაწილება, რომ შეძლოს, როგორც დაკისრებული სამუშაოს შესრულება, ასევე დასვენება;

·         მოსწავლემ შეძლოს სასურველი დამხმარე საშუალების იდენტიფიცირება და გამოყენება საჭიროებისამებრ;

·         მოსწავლე ფლობდეს დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ გადაადგილების უნარ-ჩვევებს;

·         მოსწავლე მაქსიმალურად ეფექტიანად იყენებდეს ნარჩენ მხედველობას ნაცნობ და უცნობ გარემოში;

·         მოსწავლე კომუნიკაციას ამყარებდეს საჭიროებისა და სურვილისამებრ, კონსტრუქციული ფორმით;

·         მოსწავლემ შეძლოს, როგორც დახმარების თხოვნა, ასევე არასაჭირო დახმარებაზე უარის თქმა თავაზიანი ფორმით;

·         მოსწავლემ შეძლოს მეტად გავრცელებული პროფესიების იდენტიფიცირება და მათი წარმომადგენლების ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა;

·         მოსწავლემ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით, თავისთვის შესაფერისი პროფესიების იდენტიფიცირება.

გაფართოებული სასწავლო გეგმის, მობილობა-ორიენტაციის სწავლების ორგანიზება და საათობრივი განაწილება

მისი ელემენტების ინტეგრირება ხდება სხვადასხვა საგანზე და ასევე სხვადასხვა სპეციალისტის მიერ (მაგ. ფსიქოლოგი, სპეცმასწავლებელი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი) ინდივიდუალური მუშაობის დროს. მაგ., კომპენსატორული აკადემიური უნარების განვითარებაზე მუშაობს როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკისა და სპეციალური მასწავლებელი; დამხმარე საშუალებების გამოყენებას მოსწავლე შესაძლოა ეუფლებოდეს ესგ-ით გათვალისწინებულ გაკვეთილებზეც, მაგ., ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ისტორია, ფიზიკური აღზრდა და მისთ., ასევე სპეციალურ მასწავლებელთან ან ოკუპაციურ თერაპევტთან ინდივიდუალურად მუშაობისას. აღნიშნული უნარების განვითარებაზე მუშაობის პროცესი, მიზნები, აქტივობები, პასუხისმგებელი პირები და სხვა რეგულირდება მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საფუძველზე. გაფართოებული სასწავლო გეგმის სწავლების ორგანიზებასთან დაკავშირებით ასევე იხ. დანართი N1 „გაფართოებული სასწავლო გეგმის, მობილობა-ორიენტაციის სწავლების ორგანიზება და საათობრივი განაწილება“.

შეფასება

გაფართოებული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევისათვის გამოიყენება განმავითარებელი შეფასების ელემენტები. საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეს მისცეს საშინაო დავალება, რაც ძირითადად მოიცავს დასწავლილის პრაქტიკულად განხორციელებას, გარემოზე დაკვირვებას და სირთულეების იდენტიფიცირებას და/ან მცირე მასშტაბიანი პროექტის მომზადებას მშობლების ჩართულობით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება