| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა მასშტაბურ ოლიმპიადასა და კონკურსში წარმატება არაერთხელ მოუპოვებიათ. ამჯერად, სკოლა მოსწავლის ოთარ ციბაძის მორიგ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე დიდი სიხარულით გვიზიარებს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EJOI) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ოთარ ციბაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 16-22 აგვისტოს მოლდოვის რესპუბლიკამ უმასპინძლა ევროპის რიგით მე-8 ახალგაზრდულ ოლიმპიადას ინფორმატიკაში (EJOI).
საქართველოს ნაკრების გუნდის შემადგენლობა კი ასეთია:
გუნდის ლიდერი - გოჩა მანდარია;
გუნდის ლიდერის მოადგილე - ბაქარი გამეზარდაშვილი;
მონაწილეები - ოთარ ციბაძე, ანდრია ვასაძე, მათე რეხვიაშვილი, ვლადიმერ ფრანგიშვილი.
ორივე ტურზე მონაწილეებმა ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს და ოთხივე მათგანმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.
გამარჯვებულების დაჯილდოება კიშინიოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში გაიმართა.
ასევე აღსანიშნავია, რომ წელს EJOI-ს ოლიმპიადაზე ევროპის კონტინენტის 26 ქვეყნის 15 წლამდე ასაკის მოსწავლეები მონაწილეობდნენ მასწავლებლის თანხლებით და ამჯერადაც, 26 მონაწილე ქვეყნიდან ოთხივე მედლის აღება მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ მოახერხა, რომელთა შორის ჩვენი ქვეყანა მყარად იკავებს ადგილს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება
შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს