სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„უზომოდ მჭირდებოდა თქვენი 0.1 ქულა... ჩემთან ის 5 ქულა გამოგექცათ თუ გულით მომიმატეთ“ -  აბიტურიენტების რეაქციები საბლოო შედეგებზე 
26-08-2024
-
+


აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები ცნობილია და სანამ ჩარიცხვების საკითხი გაირკვევა, etaloni.ge აბიტურიენტების შეფასებებს გაგაცნობთ. რა რეაქცია ჰქონდათ, როდესაც აპელციის შედეგები, სკალირებული და გათანაბრებული ქულები გამოქვეყნდა? 

დავიწყოთ განაწყენებული აპლიკანტებით, რომლებისთვისაც მომატებული ქულები არ იყო საკმარისი და ცენტრს „სიწუწკეში“ ადანაშაულებენ:

- მეორე ვარიანტში 2 ქულაზე მეტი ვერ გაიმეტეთ?;

- მათემატიკაში 0.57 რომ მომიმატეთ, რა უბედურებაა, მეტი ვერ გაიმეტეთ? ინგლისურში ის 3 ქულა გინდ მოგემატებინათ და გინდ არა, მაინც კარგად დავწერე;

- მე სულ არ დამიმატეს!;

- მეხუთე ვარიანტზე 0.01 ქულის მომატებაც დაგენანათ?;

აქვეა გაკვირვებული აბიტურიენტი, რომელსაც ქართულის ქულა საერთოდ არ აქვს და ცენტრს  მიმართავს: „ქართულში ქულის დაწერა დაგავიწყდათ მემგონი!“.

არ უნდა გამოგვრჩეს მადლიერი აბიტურიენტები, რომლებისთვისაც ერთი მეასედი ქულაც საკმარისი აღმოჩნდა ბედნიერებისთვის: 

- ქართულში + 0.01... ურა; 

- თქვენ გაიხარეთ მათემატიკის +3 ქულისთვის; 

- ჩემთან ის 5 ქულა გამოგექცათ თუ გულით მომიმატეთ?;

- უზომოდ მჭირდებოდა თქვენი 0.1 ქულა. 

აქვე იყო აბიტურიენტი, რომელიც ქულების გადამოწმებამდე იმუქრებოდა, საბოლოოდ, გამოცდების ეროვნული ცენტრი მინდელის ქუჩაზე დარჩა და არც ამ აპლიკანტს მოუწია ჯარში წასვლა: 

- „ერთი, მომატებული არ დამხვდეს!“ წერს სოციალურ ქსელში და რამდენიმე წუთში, თავისივე კომენტარს პასუხობს - „დამხვდა, გადარჩით!“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება