სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეიბიჯიეს აკადემიის“ „დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ წარმატებული მონაწილე ლელა გოგმაჩაძე საინტერესო უფასო ტრენინგს გაუძღვება
13-08-2024
-
+


„ეიბიჯიეს აკადემიაში“ მუდამ მნიშვნელოვანი კურსები მიმდინარეობს.

აკადემიის სავიზიტო ბარათი „დამწყებ ტრენერთა ტრენინგია“, რომელიც, როგორც კურსის მენტორი ანა ბუცხრიკიძე გვეუბნება, მომავალ ტრენერებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, სტაჟირების სახით, რომელსაც ასევე „ეიბიჯიეს აკადემიაში“ გაივლიან და აკადემიაშივე დასაქმდებიან სურვილის შემთხვევაში.

„დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მეშვიდე ნაკადის კიდევ ერთ წარმატებული მონაწილე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი - ლელა გოგმაჩაძე გახლავთ, რომელმაც კურსის ფარგლებში ყველა დავალებას წარმატებით გაართვა თავი და ახლა, საზოგადოებას მნიშვნელოვან კურსებს ჰპირდება. 

პირველი თემა, რომელსაც ლელა გოგმაჩაძე ფართო აუდიტორიასთან შეეხება, არის ეზოს მოწყობის მნიშვნელობა საბავშვო ბაღში.

როგორც „ეიბიჯიეს აკადემიაში“ აღნიშნავენ, თემა მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მსმენელი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეიტყობს შეხვედრაზე.

ჩატარების თარიღს აკადემია აგვისტოს თვეში დააანონსებს და მსურველებს უფასოდ დასწრების შესაძლებლობა ექნებათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება