სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საგანი მასწავლებელმა შემაყვარა და მისი მადლიერი ვარ“ - ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ეროვნულებზე მიღებული ქულებით ამაყობს
07-08-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყვალა საგანში ცნობილია. ახლა აბიტურიენტები საბოლოო ჩარიცხვებს ელიან. რასაკვირველია, თითოეული მათგანის წარმატებით ოჯახი და სასკოლო საზოგადოება ხარობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ აბიტურიენტების შემთხვევები, ვინც მაქსიმალური ქულები მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული სალომე კვირიკაშვილი გახლავთ. მან ინგლისურ ენაში 70-დან 70 ქულა მიიღო. 

როგორც აბიტურიენტმა etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მას ინგლისური ენა საგანის მასწავლებელმა, ნინო მაჭარაშვილმა შეაყვარა. სალომე კვირიკაშვილი უმაღლესი განათლების მიღებას დიპლომირებული მედიცინის მიმართულებით გეგმავს. 

„ინგლისურის გამოცდიდან კმაყოფილი გამოვედი, თუმცა არ ველოდი, რომ 70 ქულას ავიღებდი. ჩემი მასწავლებელი ნინო მაჭარაშვილია, სწორედ ისაა ადამიანი, რომელმაც ინგლისური ენა შემაყვარა და მისი მადლიერი ვარ. 

გამოცდებისთვის ბოლო 1 წელი ვემზადებოდი. დიპლომირებულ მედიცინაზე ვაბარებ ევროპულ უნივერსიტეტში. მეოთხე საგნად ქიმია ჩავაბარე. სხვა საგნების ქულებითაც კმაყოფილი ვარ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და სასურველ უნივერსიტეტში მოვხვდები.

ის ფაქტი, რომ გამოცდაზე ხარ, ზოგადად, სტრესულია და პირადად მეც, გამოცდების მიმდინარეობის დროს მეტად ვნერვიულობდი და შემდეგ, როდესაც ტესტები ვნახე მივხვდი, რომ რთული არ ყოფილა“,- ამბობს სალომე კვირიკაშვილი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება