| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს.
რასაკვირველია, მათი წარმატებით სასკოლო საზოგადოება ძალიან ამაყობს. როგორც სკოლის დირექტორი ინგა ბერიძე წერს, აბიტურიენტების - საბა ბერიძისა და მართა არძენაძის წარმატების სჯეროდა, ახლა კი გრანტებსაც ელოდება.
„გამოცდების წარმატებით ჩაბარებას გილოცავთ ყველა აბიტურიენტს. გასაკუთრებით კი, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს საბა ბერიძესა და მართა არძენაძეს. გისურვებთ მორიგ წარმატებებს, ჩვენო ნიჭიერებო.
გილოცავთ, კურსდამთავრებულებო, პედაგოგებო, მშობლებო და გულშემატკივრებო ამ წარმატებებს. მე მჯერდა, რომ ჩვენი სკოლა იყო, არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე.
აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ჩაიჭრა გამოცდებზე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული. ეს თქვენი მონდომების შედეგია, ჩემო ნიჭიერო ბავშვებო, თქვენი დაუღალავი შრომისა, ჩემო კოლეგებო და თქვენი მხარდაჭერისა, ჩვენო მშობლებო.
გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას. აწ უკვე სტუდენტებს კი გისურვებთ წარმატებულ სვლას ახალ საფეხურზე. მე მჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ გვექნება სიამაყის საფუძველი. გრანტებს ველოდები“,- წერს სკოლის დირექტორი ინგა ბერიძე.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული ახალგაზრდის განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
იხილეთ ფოტო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ