სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მაქსიმალური ქულა მხოლოდ 85-მა აბიტურიენტმა მიიღო - ქართულის გამოცდის შედეგებზე naec განმარტებას აკეთებს
03-08-2024
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფი გამოცდის პირველადი შედეგების შესახებ საუბრობს. 

- შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა აბიტურიენტების პირველადი შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. როგორ შეაფასებდით? 

– ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი გამოცდები საკმაოდ წარმატებული იყო. ამაზე მეტყველებს როგორც საგამოცდო ტესტების მახასიათებლები, ისე აბიტურიენტთა ნამუშევრების ანალიზი.   

- რამდენად მომზადებული მოვიდნენ წელს აბიტურიენტები და შეცვლილია თუ არა შარშანდელისაგან განსხვავებით აბიტურიენტების ცოდნის დონე? 

– ჩვენმა ახალგაზრდებმა ძალიან საინტერესო ნამუშევრები შემოგვთავაზეს. ბუნებრივია, ცოდნის დონე ერთ წელიწადში საგრძნობლად ვერ  შეიცვლებოდა, მაგრამ აშკარაა, რომ ტენდენცია იმედის მომცემია. სამწუხაროდ, წელსაც აბიტურიენტთა გარკვეული ნაწილი გამოცდისათვის სათანადოდ არ იყო მომზადებული და ეს საერთო შედეგზე აისახება.

- პირველადი მონაცემებით რამდენმა აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი? რამდენმა მიიღო მაქსიმალური ქულა? 

– ეს არის პირველადი შედეგი და მოგეხსენებათ, რომ აბიტურიენტებს შეუძლიათ გაასაჩივრონ მიღებული ქულა, რამაც საერთო სურათზე შეიძლება იქონიოს გავლენა. ამ ეტაპზე პირველადი მონაცემების თანახმად, მაქსიმალური ქულა მიიღო 85-მა აბიტურიენტმა. რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი,  საგულისხმოა, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ის აბიტურიენტიც ინარჩუნებს, რომლის პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა. ამიტომ დაველოდოთ საბოლოო შედეგებს.

- რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ გამოსაცდელებს ყველაზე მეტად?

– დეტალური სტატისტიკური ანალიზი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ზოგადად, ყველაზე რთული წერითი დავალებაა, შესაბამისად, აბიტურიენტებს უფრო მეტად მისი შესრულება უჭირთ. 

- რომელი ტიპის დავალებაში მიიღეს აბიტურიენტებმა ყველაზე მაღალი შეფასება? 

- ყველაზე მაღალ შეფასებას აბიტურიენტები, ტრადიციულად, წაკითხულის გააზრების შესამოწმებელი დავალებების ნაწილში იღებენ, შემდეგ მოდის ტექსტის რედაქტირება. 


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რამდენ გაცდენაზე ინიშნება გამოცდა - აქტუალურ კითხვებს emis პასუხობს

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

დაფინანსების წესსა და პირობებში ცვლილებები შევიდა - ვის ეხება მინისტრის ბრძანება

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებმა ბოლო საზეიმო  ღონისძიება გამართეს 

ოროჯალარის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ 11 მოსწავლისთვის დაირეკა 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება