TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„მგონია, რომ მოსწავლეებს ახალგაზრდა მასწავლებლების მიმართ მეტი პატივისცემა აქვთ“ - მასწავლებლობის მსურველი პროფესიულ გამოწვევებზე საუბრობს
28-07-2024
-
+


მასწავლებლობის მსურველი  ნინო ჯიჯიეშვილი,  ერთ-ერთ აპლიკანტია, რომელმაც ისტორიის გამოცდა ჩააბარა და ახლა შედეგებს ელის. მანამდე კი etaloni.ge-სთან არაერთ საინტერესო საკითხზე საუბრობს. 

აპლიკანტი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტი თეორიული ცოდნისა და დიპლომის გარდა არაფერს იძლევა და სწორედ ამის გამო, წარმოუდგენლად მიაჩნია გამოცდილების გარეშე საჯარო სკოლაში დასაქმების შესაძლებლობა - რა გამოწვევების წინაშე დგას დამწყები პედაგოგი და როგორი იქნება ნინო ჯიჯიეშვილის, როგორც მომავალი მასწავლებლის ისტორია? 

„საკმაოდ რთული იყო გამოცდა, განსაკუთრებით ილუსტრაციები, ინგლისის და საფრანგეთის ომზე იყო, იმედია სწორად დავწერე. თუმცა წყარო ძალიან მარტივი იყო, რომს ეხებოდა. რუკა კახეთთან დაკავშირებით იყო, ირანთან ბრძოლის ეპიზოდი იყო მოცემული. საერთო ჯამში საინტერესოდ სამუშაო ტესტი იყო, თავისი სუსტი თუ რთული კითხვებით“. 

- რატომ გადაწყვიტეთ პედაგოგობა? 

- პედაგოგობას სამომავლოდ განვიხილავ, პროფესიით ისტორიკოსი ვარ და მასწავლებლობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ბევრი იდეა მაქვს, რასაც, როგორც მასწავლებელი სიამოვნებით განვახორციელებდი. 

- მასწავლებლობის მსურველი ახალგაზრდა კადრები ხშირად ჩივიან, საჯარო სკოლებში დასაქმების პრობლემაზე... თქვენ როგორ წარმოგიდგენით რეალიზება? 

- საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება. თანამედროვე სამყარო სწრაფად განვითარებადია, სკოლაში ახალგაზრდა, ამ ეპოქაში გაზრდილი კადრი ძალიან ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანს. ბავშვებსაც იმ თეორიულ მასალას, რომელიც ხშირად, ძალიან მოსაწყენია საინტერესოდ წარუდგენს. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, თუმცა მგონია, რომ ახალგაზრდებს უფრო მასშტაბური და პრაქტიკული ხედვები გვაქვს, თავადაც 4 წლის წინ დავასრულე სკოლა და მოსწავლის თვალით შემიძლია შევხედო საკითხს, ზუსტად ვიცი რა გვაქვს დასახვეწი, ვიცი, როგორ მინდოდა მასწავლებელს მოეწოდებინა ჩემთვის ცოდნა და თუ პედაგოგი გავხდები, მოსწავლის სურვილებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ. 

- როგორ შეიძლება ეს პრობლემა აღმოიფხვრას და ახალგაზრდებისთვის სკოლაში დასაქმების შესაძლებლობები გაიზარდოს? 

- ვფიქრობ, რომ მასწავლებლობის მსურველები უნდა გადამზადნენ, ვასრულებთ უნივერსიტეტს და შემდეგ გვიწევს ფიქრი, სად წავიდეთ, როგორ ვრეალიზდეთ, სად მივიღოთ გამოცდილება, რომ მერე სკოლაში მოვიდეთ და ნორმალური ანაზღაურებაც გვქონდეს - ამას უნივერსიტეტი უნდა გაძლევდეს. 

მგონია, რომ უნივერსიტეტი არის ის რგოლი, რომელმაც ჯერ პროფესია უნდა მოგცეს და მერე ამ პროფესიით რეალიზების შესაძლებლობა. ისტორიული დავასრულე და პრაქტიკა მხოლოდ მუზეუმში წასვლა იყო, რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი. ვფიქრობ, რომ სტუდენტებს სკოლაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობაც უნდა გვქონდეს, თუნდაც უბრალოდ დავესწროთ გაკვეთილებს და ვუსმინოთ მასწავლებლებს, როგორ ატარებენ გაკვეთილებს, მივიღოთ ის გამოცდილება, რაც მერე რეალიზებაში დაგვეხმარება.

- თქვენს საუბარში უნივერისტეტით უკმაყოფილება შეიმჩნევა... რეალურად, რას იძლევა დღეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება? 

- დღეს რეალურად უნივერსიტეტი მხოლოდ  თეორიულ ცოდნას და დიპლომს იძლევა. ვფიქრობ, რომ პრაქტიკაა ყველაზე მნიშვნელოვანი, მით უფრო მაშინ, რომ ამას საუნივერსიტეტო პროგრამაც ითვალისწინებს, აი მაგალითად, გავიარე 6 კრედიტიანი პრაქტიკა და ეს მხოლოდ მოიცავდა მუზეუმში წასვლას და ხელნაწერების ნახვას, კი ეს ძალიან კარგია, მაგრამ, რომ მოვალ სკოლაში, როგორც პედაგოგი რას ვიზამ? - არაფერს! პრაქტიკაში ამას არც კი ჩამითვლიან. 

- თქვენი როგორც მასწავლებლის ისტორია რა იქნება? 

- პედაგოგობაზე მხოლოდ ერთმა მასწავლებელმა დამაფიქარა და სწორედ მან შემაყვარა ეს საგანიც, ჩემი ისტორიის მასწავლებელი არ მიყვებოდა ერთ კონკრეტულ ხაზს, როგორც სხვა მასწავლებლები, რომლებიც შემოდიოდნენ, აგვიხსნიდნენ, დავალებებს ჩაიბარებდნენ და გადიოდნენ - არა, ის სხვა ბევრ უნარს გვივითარებდა და პრაქტიკულ, ვიზუალურ ცოდნას გვაძლევდა თეორიულთან ერთად. გვიტარებდა და გვატარებინებდა პრეზენტაციებს, გვაყურებინებდა ფილმებს, რომლებიც ისტორიას ეხებოდა და ა.შ. დღესაც, შეიძლება კონკრეტული ისტორიული ფაქტი სწორედ კლასში ნანახი ფილმიდან უფრო მახსოვდეს, ვიდრე წიგნში წაკითხულიდან. ისეთ სამყაროში ვართ და იმდენად ხელმისაწვდომია ვიზუალური მასალა, იმდენს გვაძლევს ეს, რომ ამას არ უნდა ჩამოვრჩეთ. სად, როცა წიგნში კითხულობ, როგორ ეცვათ ძველ ბერძნებს და სად, როცა ამ ყველაფრის ვიზუალიზაციას ახერხებ - სწორედ ეს არის თანამედროვე სამყარო, არა მხოლოდ შავით თეთრზე დაწერილის კითხვა, არამედ რეალური სურათის დანახვა, რასაც სწორედ ტექნოლოგიების დახმარებით ვახერხებთ - ახალი თაობა სწორედ ამისთვისაა საჭირო სკოლებში, რაღაც სიახლე შეიტანოს და უკეთ გაიგოს მოსწავლეთ საჭიროებები. 

- რამდენად ავტორიტეტულები არიან მოსწავლეებისთვის ახალგაზრდა, მათზე სულ რამდენიმე წლით უფროს მასწავლებლები? 

- მგონია, რომ მოსწავლეებს ახალგაზრდა მასწავლებლების მიმართ მეტი პატივისცემა აქვთ და ამ ასაკობრივი არც ისე დიდი განსხვავების გამო მეტად გაუგებენ ერთმანეთს. ბავშვმა მხოლოდ მასწავლებლის პატივისემის გამო შეიძლება ისწავლოს, თავის ისე შეაყვაროს, რომ მოუმზადებლად არ მოვიდეს - მთავარია ბავშვს საგანი დააინტერესო, ისე მიუდგე, რომ არ მობეზრდეს და მისი მეგობარიც გახდე. 

- რამდენად გამართლებული გგონიათ მეგობრული მიდგომა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის? 

- მეც ამ თაობის წარმომადგენელი ვარ და როგორც მოსწავლეობისას მერჩივნა, მასწავლებელთან მეგობრული დამოკიდებულება, სწორედ ასევე ვფიქრობ უკვე, როგორც მომავალი მასწავლებლის გადმოსახედიდან, ასეთი დამოკიდებულება ყოველთვის გამართლებული მგონია. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები იქნება - ცვლილება იმ აბიტურიენტებს ეხებათ, რომლებმაც მინიმალური ბარიერი ყველა საგანში გადალახეს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

​კლასის დამრიგებლების, ა. ნალბანდიანისა და ვ.კიურეღიანის ხელმძღვანელობით, სკოლის უკანასკნელი დღეები ნამდვილ დღესასწაულად იქცა

 

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფორმაციას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება