სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„რაც მეტი ახალგაზრდა კადრი გვეყოლება, მით უკეთესი სასკოლო განათლებისთვის“ - გამოცდიდან გამოსული პედაგოგი გამოწვევებსა და განათლების რეფორმაზე საუბრობს
23-07-2024
-
+


დღეს, 23 ივლისს მასწავლებლებისთვის ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), მათემატიკის (დაწყებითი საფეხური), ქართულის (დაწყებითი საფეხური), ასევე ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) გამოცდები ტარდება.

აპლიკანტების ნაწილმა უკვე დატოვა საგამოცდო ცენტრი და etaloni.ge-ს არაერთ საინტერესო საკითხზეც ესაუბრნენ.

მათ შორის გახლავთ ნატალია სონიშვილი, მოქმედი პედაგოგი, რომელიც ჭადრაკს ასწავლის. ქალბატონმა ნატალიამ ამ საგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საჯარო სკოლებში, რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს. გთავაზობთ მცირე ინტერვიუს გამოცდიდან გამოსულ პედაგოგთან:

- დაწყებითი კლასების ბუნებისმეტყველების გამოცდაზე ვიყავი და ჩემთვის ძალიან მარტივი იყო... ჭადრაკს ვასწავლი, სკოლაში მუშაობის გამოცდილება მაქვს - ჯერ ადმინისტრაციაში ვიყავი, მერე პედაგოგად განვაგრძე საქმიანობა, ახლა საკუთარი შესაძლებლობები ამ საგანში მოვსინჯე.

- გამოდის, თქვენთვის წინსვლა მნიშვნელოვანია...

- განათლების სფეროში მუდმივად მიმდინარეობს ცვლილებები და ეს საჭიროა თუმცა, მთავარია, თანამედროვე მიდგომებით სწავლება, ინოვაციური მიმართულებით უნდა განვვითარდეთ. ჭადრაკის სწავლებას რაც შეეხება, კარგია, რომ სავალდებულო საგანია პირველი და მეორე კლასებისთვის, თუმცა საათები წარმოუდგენლად მცირეა, ბავშვების რაოდენობა კი საჯარო სკოლებში - დიდი. კვირაში მხოლოდ ერთი საათი არ არის საკმარისი - თითქმის წარმოუდგენელია, ამ დროში ბავშვმა ჭადრაკი ისწავლოს, თუ არ აქვს ზე-მონაცემები.

ფაქტია, ჭადრაკი ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან უნარს უვითარებს ბავშვებს. რასაკვირველია ყველა ერთნაირად ვერ ითვისებს - პირველკლასელებისთვის მაინც რთულია, მეორე კლასში კი უფრო კონცენტრირებულები არიან, უკეთ ითვისებენ, თუმცა ახლა პირველ კლასში ისეთი ბავშვი მყავს, სჯობნის არა მხოლოდ თავის კლასელებს, არამედ ჭადრაკის მცოდნეებსაც... ამიტომ მიმაჩნია, დაწყებით საფეხურზე უნდა ისწავლებოდეს ჭადრაკი, რადგან ინტერესი აქვთ ბავშვებს.

...რა თქმა უნდა მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნა არ იქნება საკმარისი, მოზარდი მოჭადრაკე გამოვიდეს, მაგრამ ისწავლის საფუძვლებს, ტერმინოლოგიას, სვლებს, სპეციფიკას და შემდეგ უკვე განივითარებს შესაძლებლობებს.

- რეფორმა ახსენეთ... მოგწონთ ცვლილებები?

- ახლა საჯარო სკოლები მნიშვნელოვანი ცვლილების წინაშეა - 10 წლიანი გახდა სავალდებულო საბაზო განათლება - მოსწავლისთვის 1 წელი კი არა, თუ სწავლა უნდა, ერთი თვეც ბევრს წყვეტს. ალბათ არის ამ ცვლილებაში გარკვეული მიზნები ჩადებული... ხომ გესმით, სხვანაირი თაობაა, განვითარებული და ცხადია, თანამედროვე მოსწავლეზე მორგებული ცვლილებებია საჭირო. მგონია, რომ 9 კლასი საბაზო განათლებისთვის საკმარისი იყო და იმასაც ვფიქრობ, რომ 12 კლასი საშუალო განათლებისთვის ზედმეტია, მაგრამ ალბათ ცვლილებებს აქვს თავისი მიზეზი და რაც მთავარია - მიზანი.

- ეროვნული გამოცდების შეცვლაც ხომ იგეგმება.

- ასეა, და ძალიან კარგია, სკოლის როლი რომ გაიზრდება... მიჭირს ვისაუბრო, როგორ შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ მგონია, რომ ამით მეტად დაფასდება სკოლაც და მასწავლებლის შრომაც. ახლა უფროსკლასელები დადიან სკოლაში და მხოლოდ ვალს იხდიან, სწავლა კი, ფაქტობრივად, ნულია, რადგან რეპეტიტორებთან ემზადებიან და არ რჩებათ დრო სკოლისთვის.

თუ სკოლა პრიორიტეტული გახდება და მიეცემა შესაძლებლობა, იმ დონეზე ასწავლოს მოსწავლეს, რომ დამატებითი მომზადება არ დასჭირდეს - ამას რა სჯობს.

- რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ემხრობით?

- რეპეტიტორების აქტუალობა ყოველთვის იყო დღის წესრიგში და ამას ალბათ ვერც გავექცევით - ყველა მე-12 კლასელი რეპეტიტორთან დადის და მაშინ რაღას აკეთებს სკოლა? მარტო საბაზო განათლება ხომ არ არის საკმარისი?!

- მაშინ სკოლამ უნდა მისცეს სათანადო განათლება, რათა დამატებით მომზადება არ დასჭირდეს მოსწავლეს.

- ვერ ვიტყვი, რომ სკოლა ვერ აძლევს ბავშვებს სათანადო განათლებას, ბევრი ვიცი, ვინც მომზადების გარეშე, უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა უნივერსიტეტში, მაგრამ ეს ალბათ ეს მიდგომების საკითხია... მშობლებს ჰგონიათ, რომ რეპეტიტორებთან უკეთ ისწავლიან, მაგრამ ისეთი შემთხვევებიც ვიცით, დამატებით ემზადებიან, მაგრამ მაინც არაფერს აკეთებენ. თანამედროვე მიდგომების აუცილებლობა ვახსენე და ვიტყოდი იმასაც, რომ ახალგაზრდა კადრის დასაქმებას ვემხრობი სკოლებში. სხვაგვარად მოაზროვნეები არიან, განსხვავებული მიდგომები აქვთ, ბავშვებიც მეტ პატივს სცემენ ახალგაზრდა პედაგოგებს... აღარ უნდათ მოსწავლეებს ჩარჩოში მოქცეული სწავლება, სიმკაცრე და თითის ქნევა. თანამედროვე მეთოდები სწავლებისას აუცილებელია და ეს ახალგაზრდებს უკეთ ესმით.

- ამ სიტყვების გამო ასაკოვანი მასწავლებლები ალბათ გაგინაწყენდებიან...

- არ ვამბობ, რომ ასაკოვანი კადრები არ უნდა იყვნენ სკოლაში, მაგრამ ვფიქრობ რაც მეტი ახალგაზრდა კადრი გვეყოლება, მით უკეთესი იქნება სასკოლო განათლებისთვის.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს

 ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის „ბოლო ზარის“ ღონისძიების შემდგომ მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

ღონისძიებაზე ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ უპასუხა მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება