სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ადრეული და სკოლამდელი განათლების სერვისების დივერსიფიკაციის კონცეფცია - ბაღები სადაც ალტერნატიული მოდელები დაინერგა
31-07-2024
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების სისტემის დანერგვის მიმართულებით, რომელიც სკოლამდელ განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ჩართულობით „ადრეული და სკოლამდელი განათლების სერვისების დივერსიფიკაციის კონცეფციის“ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე, მომხსენებლებმა სამინისტროსა და JICA-ს მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგები წარადგინეს, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების და ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის და საჭიროებების ანალიზს მოიცავდა. ასევე, წარდგენილ იქნა UNICEF-ის მიერ განხორციელებული კვლევის – „ევროპასა და შუა აზიაში სკოლამდელი განათლების დივერსიფიკაციის“ ანგარიში.

აღსანიშნავია, რომ დმანისისა და ონის მუნიციპალიტეტებში საპილოტე რეჟიმში უკვე დაინერგა ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ალტერნატიული სკოლამდელი განათლების მოდელები.

სკოლამდელი განათლების დივერსიფიკაციის შედეგად, მუნიციპალიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ სკოლამდელი განათლების მიწოდების მოქნილი და ხარჯთეფექტური მოდელით, რომელიც ადგილობრივ საჭიროებებსა და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე იქნება მორგებული.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება