სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყნის მშენებლობაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა“ - ხატია ოჩიგავა, ყულევის საჯარო სკოლის დირექტორი
16-07-2024
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევის საჯარო სკოლის დირექტორ ხატია ოჩიგავასთვის სკოლის წარმატება ნიშნავს წარმატებულ მოსწავლე-მასწავლებელს და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ მშობლებს, სამივე რგოლის გაერთიანებით კი სკოლას წარმატებით მართავს. 

მომავალი თაობის სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდებს ურჩევს ქვეყნის მშენებლობაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და სწორად დაგეგმონ და აირჩიონ პროფესია. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყულევის საჯარო სკოლის დირექტორი ხატია ოჩიგავა პასუხობს.

 - სკოლის წარმატება ნიშნავს...

- მოტივირებულ, წარმატებულ მოსწავლეს, მასწავლებელს და სასკოლო ცხოვრებით დაინტერესებულ მშობლებს.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „არ იჩქარო“.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- სწორად დაგეგმონ და აირჩიონ პროფესია.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- იყვნენ ზრდილობიანი,  კაცთმოყვარენი და ქვეყნის მშენებლობაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- როცა მასწავლებელი მისით ყოველი დღე ბედნიერია.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ვურჩევდი ოთარ ჭილაძის „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან’’

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ბევრ წარმატებულ მოსწავლეს.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება