სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი იმ ვარიანტში, რომელიც მას არ დაუწერია? - NAEC-ის განმარტება 
13-08-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა, აბიტურიენტები ახლა აპელაციის შედგებს, საბოლოო ქულებსა და ჩარიცხვებს ელიან. ახალგაზრდები ყოველ წელს გამოთქვამენ ვარაუდს, რომ სხვა ვარიანტში უკეთეს ქულას მიიღებდნენ, ან პირიქით, უარესს - საინტერესოა, როგორ ხდება გამოთვლა თუ რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი იმ ვარიანტში, რომელიც მას არ დაუწერია?  

აბიტურიენტების დიდი რაოდენობის გამო (ძირითად საგნებში   თითოეულ ვარიანტს დაახლოებით 9-10 ათასი აბიტურიენტი წერს), ამაზე საკმაოდ ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის, ეგრეთ წოდებული, პროცენტილების მეთოდი.

ამ მეთოდით დგინდება აბიტურიენტი თავის ვარიანტში რამდენ პროცენტს აჯობა, შემდეგ კი იძებნება სხვა ვარიანტებში ისეთი თეორიული ქულა, რომლის მიმღები აბიტურიენტიც იმ ვარიანტში ზუსტად იმდენსავე პროცენტს აჯობებდა. 

თუმცა აქვე ჩნდება კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ ერთ ვარიანტს უფრო კარგად მომზადებული აბიტურიენტები წერდნენ, ვიდრე მეორეს? - NAEC-ის განმარტებით, ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან ვარიანტების აბიტურიენტებზე განაწილება შემთხვევითი პრინციპით ხდება, რაც მაღალ სტატისტიკურ სანდოობას გვაძლევს საიმისოდ, რომ პროცენტილების მეთოდი გამოიყენებოდეს. მაგალითად: დავუშვათ, აბიტურიენტმა იაშვილმა ტესტის I ვარიანტში მიიღო 35 ქულა და ამ ქულით აჯობა იმ აბიტურიენტების 50%-ს, რომლებმაც ტესტის იგივე ვარიანტი შეასრულეს. რადგან აბიტურიენტების პოპულაციები, რომლებმაც ტესტის სხვადასხვა ვარიანტი წერეს, დაახლოვებით ერთნაირია (ამას სესიებზე აბიტურიენტთა შემთხვევითი განაწილება უზრუნველყოფს), ბუნებრივია ვივარაუდოთ (ყველაზე მოსალოდნელია), რომ იმავე აბიტურიენტს (იაშვილს) II ვარიანტი რომ დაეწერა, ამ ვარიანტშიც აბიტურიენტთადაახლოვებით იმავე პროცენტს (50-ს) აჯობებდა. ვთქვათ, II ვარიანტში აბიტურიენტების 50%-ს აქვს 40 ქულაზე უარესი შედეგი. მაშინ, შეგვიძლია იაშვილის მიერ პირველ ვარიანტში მიღებული 35 ქულა მეორე ვარიანტის 40 ქულასთან გავაიგივოთ.

ხოლო, აჯობა 50%-ს რამდენიმენაირად შეიძლება გავიგოთ. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იაშვილმა აჯობა იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც იმავე ვარიანტში მასზე ნაკლები ქულა მიიღეს. მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს აბიტურიენტების საკმაო რაოდენობა, რომლებმაც ზუსტად იგივე ქულა მიიღეს. ამიტომ გამოიყენება პროცენტული რანგის ცნებით, რომელიც შემდეგნაირად განისაზღვრება: მიღებული ქულის პროცენტული რანგი არის ამ ქულაზე ნაკლები მიღებული ქულების პროცენტულ რაოდენობას დამატებული ზუსტად ამ ქულის ტოლი მიღებული ქულების პროცენტული რაოდენობის ნახევარი. ანუ, ეს ცნება გულისხმობს, რომ იაშვილმა „აჯობა“ ყველას, ვინც მასზე (35-ზე) ნაკლები ქულა მიიღო და კიდევ იმათ ნახევარს, ვინც ზუსტად იმდენივე (35) ქულა მიიღო, რამდენიც იაშვილმა. ანუ ერთ ვარიანტში მიღებულ ქულას ვაიგივებთ მეორე ვარიანტის ისეთ ქულასთან, რომელსაც იგივე პროცენტული რანგი აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ მეორე ვარიანტში ვერ მოიძებნა ქულა, რომლის პროცენტული რანგიც ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც პირველ ვარიანტში მიღებული ქულისა, ყოველთვის მოიძებნება ისეთი ორი მეზობელი ქულა, რომ პირველ ვარიანტში მიღებული ქულის პროცენტული რანგი მეორე ვარიანტის ორი მეზობელი  ქულის პროცენტულ რანგებს შორის აღმოჩნდება. ასეთ დროს პირველ ვარიანტში მიღებული ქულის გაიგივებული ქულა მიიღებს მნიშვნელობას ზემოაღნიშნული მეზობელი ქულების ინტერვალიდან.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

გადაამოწმეთ, რომელ სკოლაში შეგიძლიათ ბავშვის მიყვანა და არის თუ არა თავისუფალი ადგილები

სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

„მასწავლებლის გამოცდებზე 30 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, აქედან 15 ათასი მოქმედი პედაგოგია...“

საგრანტო კონკურსი ჩატარდება - ვის მიეცემა გამოცდაზე გასვლის უფლება და როგორ შეეხება ცვლილება კერძო უმაღლესებს

პიროვნება

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები
მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს ხელოვნებისა და ლიტერატურის განუყოფელი კავშირი
 
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების წახალისება
 

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება