სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნულებზე გასული მე-11 კლასელები მათემატიკის გამოცდის სირთულეს აფასებენ - „ჩვენთვის ქულას მნიშვნელობა არ აქვს“...
12-07-2024
-
+


დღეს 12 ივლისს აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას ორ სესიად აბარებენ. გასათვალისწინებელია, რომ ტესტირებაზე მე-11 კლასის მოსწავლეებიც გადიან. საინტერესოა, როგორ აფასებენ საკითხების სირთულეს სკოლის მოსწავლეები - etaloni.ge მათ მოსაზრებებს გთავაზობთ:

„2018 წლიდან, ეროვნული გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი გაკეთებული მაქვს, და ყველაზე მარტივი იყო წლევანდელი, ჩემი შეფასებით... არც ველოდი ამდენად მარტივ საკითხებს... მე-11 კლასელი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ მომავალში ძალიან თამამი და თავდაჯერებული ვიქნები გამოცდებზე. არქიტექტურაზე ვაპირებ ჩაბარებას. ქართულის გამოცდა რომ ვწერე, უკვე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ყველაზე მეტად გარემო მაინტერესებდა, წელს საერთოდ არ ვღელავდი, ალბათ იმიტომ, რომ ეს უბრალოდ გამოცდილებისთვის იყო და არაფერს ცვლიდა, მაგრამ ყველა დავალება დავწერე, რაც გავიგე, ხოლო რაზეც მივხვდი, რომ მერთულა და ამოხსნამდე ვერ მივდიოდი, დიდი დრო არ დამიკარგავს“...

„საშუალო სირთულის იყო მათემატიკის ტესტი; იყო ამოცანები, რომლებზე მუშაობაც ცოტა გამიჭირდა, თუმცა  მე-11 კლასელი ვარ და რაც ჩემთვის რთული აღმოჩნდა, აბიტურიენტებისთვის ალბათ არ იქნებოდა. საერთაშორისო ურთიერთობებზე ვაპირებ ჩაბარებას, ისტორიაც და მათემატიკაც უნდა ჩავაბარო და წელს ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. გავეცანი სპეციფიკას, გარემოს, სადაც უნდა ჩავაბარო მომავალში, ვიცი, აქ რა დამხვდება აბიტურიენტობისას“.

„არ ვარ აბიტურიენტი, მე-11 კლასელი ვარ და უბრალოდ პრაქტიკის მიღება მინდოდა. ამიტომაც გავედი გამოცდაზე. ჩემთვის ქულას მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ სანერვიულოც არაფერია, აი, აბიტურიენტი რომ ვიქნები, მაშინ არ ვიცი, რა დამემართება. ტესტი ვფიქრობ, მარტივი არ იყო. მიყვარს მათემატიკა, მაგრამ მაინც გამირთულდა ცოტა. ახლა უკვე ვიცი, რა საკითხებს უნდა დავუთმო მეტი ყურადღება და აუცილებლად გავითვალისწინებ. ისე მე გეომეტრია მიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში ალგებრა უფრო გამიმარტივდა“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება