სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მნიშვნელოვანი გაფრთხილებები, ინგლისური ენის გამოცდისთვის - თუ ესესთვის გამოყოფილ ადგილს გადაცდებით, ის ნაწილი არ გასწორდება
07-07-2024
-
+


8 ივლისს აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ინგლისურ ენაში ჩააბარებენ. გამოცდა 2 საათის და 30 წუთი გაგრძელდება და მისი მაქსიმალური ქულა 70-ია. აპლიკანტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

უცხოური ენების ტესტებში მოცემული იქნება:

6 დახურული დავალება: მოსმენილის გააზრება (1 დავალება); წაკითხულის გააზრება (2 დავალება); ლექსიკა (1 დავალება); გრამატიკა (1 დავალება); დიალოგის აგება (1 დავალება). ტესტში ასევე მოცემული იქნება 1 ღია დავალება - წერა (თხზულება)

გამოცდა მოსმენის დავალებით იწყება - ეს არის შედარებით გრძელი ტექსტი, რომელსაც ახლავს 8 შეკითხვა. დავალებას საგამოცდო სექტორში ხმის გამაძლიერებლების საშუალებით ისმენთ. ტექსტის მოსმენისას შეკითხვებს ხედავთ ეკრანზე და პასუხებს ნიშნავთ შავ ფურცელზე, ან პირდაპირ პასუხების ფურცელზე.  ტექსტს ისმენთ ორჯერ. დასაწყისში მოწმდება ტექნიკური დეტალები, ამგვარად, თუ მოსმენისას შენიშნეთ რაიმე სახის ხარვეზი, დაუყოვნებლივ ამის შესახებ აცნობეთ მეთვალყურეს.

ესეზე მუშაობისას აუცილებელია გამოხატოთ პირადი მოსაზრება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. ეცადეთ მაქსიმალურად განთავისუფლდეთ შაბლონებისგან და თქვენი მოსაზრება გაამყაროთ არგუმენტებით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პირადი მოსაზრება გადმოცემული კარგი ლექსიკისა და გრამატიკული სტრუქტურების საშუალებით ძალიან ღირებულია.

ესეს ინსტრუქციაში ნათლად წერია, რომ დასაშვებია 120-170 სიტყვის გამოყენება. ეცადეთ, არ გადააჭარბოთ მოთხოვნილი სიტყვების რაოდენობას; პასუხების ფურცელში გამოყოფილია ადგილი, სადაც უნდა ჩაწეროთ ესე. ამ ადგილის გარეთ დაწერილი ნაწერი არ გასწორდება.

გაითვალისწინეთ, რომ წერის დავალებაში სასვენ ნიშნებს ყურადღება მინიმალურად ექცევა, თუმცა წერტილის და დიდი ასოს არგამოყენება შეცდომად ჩაითვლება. წერეთ ისეთი კალიგრაფიით, რომ გამსწორებელს არ გაუჭირდეს თქვენი ნაწერის გარჩევა; გაუგებარი კალიგრაფიით დაწერილი თხზულება არ გასწორდება.

დაიტოვეთ დრო პასუხების ფურცელზე თქვენი პასუხების გადასატანად (ეს იმ შემთხვევაში, თუ პასუხები თავდაპირველად შავი სამუშაოსათვის განკუთვნილ ფურცელზე გაქვთ დაწერილი). გახსოვდეთ, რომ გასწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

„მოსწავლეს უხარია, როდესაც ხედავს საკუთარ წარმატებას, იღებს აღიარებას და გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა დაფასებულია“

„ახალმა რეგულაციებმა როგორც პედაგოგებში, ასევე მშობლებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია“

სკოლები
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება