| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. მოსწავლეები იღებდნენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ არაფორმალური განათლების პროექტებში. აღსანიშნავია, მათი ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ ოლიმპიადაში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
მათ შორის, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს მათემატიკის ოლიმპიადაში და საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.
21 მარტს, ქალაქ თერჯოლის კერძო სკოლაში - „მზეკაბანი 2007“ გაიმართა მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტის“ საგაზაფხულო სეზონის ოქროს ტურის წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოება.
დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IIა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ლია ბარბაქაძე): ნინი ბოჭორიშვილი, დავით ბრეგაძე, გოჩა ონიანი, ანდრია რობაქიძე, ლილე საპანაძე.
ოქროს ტურში წარმატებული მონაწილეობისთვის ოლიმპიადა „ევერესტის“ დამფუძნებელმა დაჩი ნანობაშვილმა თავად გადასცა ბავშვებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს სკოლის სახელით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო