სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლიის თემის N2 სკოლის მე-4 კლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ლამაზი ღონისძიებით დააგვრგვინეს 
18-06-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

მოსწავლეებმა ნაყოფიერი ოთხი წელი შეაჯამეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ღონისძიება დატვირთული იყო შემოქმედებითად. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, მათ შორის შეასრულეს საცეკვაო ნომრები, იმღერეს, გაითამაშეს სპექტაკლი და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები. მათ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს, დამრიგებელს კი სიამაყის საფუძველი მისცეს. 

წელს მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ და შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. პედაგოგმა კი მოსწავლეებს გზა დაულოცა, მე-5 კლასში გადასვლა მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

„ლიის თემის N2 საჯარო სკოლა ულოცავს მათ მე-4 კლასის წარმატებით დასრულებას და მეხუთე კლასში გადასვლას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლის ნაშრომი შეირჩა საუკეთესოთა შორის და გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების წიგნში

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება